სედანი Audi A3 კონცეპტის სახით წარმოადგინეს

სედანი Audi A3 კონცეპტის სახით წარმოადგინეს

კომპანიამ Audi ჟენევის ავტო-შოუზე მოდელ Audi A3-ის პროტოტიპი წარმოადგინა.

კონცეპტ-ქარი შესრულებულია "ნოტჩბეკის" ძარათი, რაც თავის თავში სედანისა და ჰეჩბეკის შუალედურ ტიპს წარმოადგენს.

ავტომობილის გაბარიტული სიგრძე 4,44 მეტრია, სიგანე - 1,84 მეტრი, სიმაღლე - 1,39 მეტრი, ხოლო საბორბლე ბაზა 2,63 მეტრს უდრის. ეს ავტომობილი 188 მმ-ით უფრო მოკლეა, ვიდრე VW Jetta და 260 მმ-ით ნაკლები, ვიდრე ამჟამინდელი Audi A4.

ავტომობილის კარები, საკეცის ზედი და საბარგულის სახურავი ალუმინისგანაა დამზადებული. მანქანის კონსტრუქციაში ასევე ჭარბად არის გამოყენებული ნახშირბოჭკოვანი პლასტიკი. ავტომწარმოებლის განცხადებით, ამ მასალების საშუალებით ავტომობილი უფრო მყარი, აკუსტიკურად გაუმჯობესებული და შედარებით დაბალი წონის გახდა (15540კგ).

პროტოტიპი აღჭურვილია 2,5 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 408 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 500 ნიუტონმეტრია. აგრეგატი დაწყვილებულია შვიდსაფეხურიან რობოტიზირებულ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფთან, ორმაგი ქუროთი.

ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სედანი A3 4,1 წამში კრეფს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონიკით, 250კმ/სთ-მდე შეიზღუდა. ავტომობილის ხარჯვითი წილი 9,1 ლიტრია 100 კმ-ზე, ხოლო ატმოსფეროში გატყორცნილი CO2, კილომეტრზე 212 გრამს აღწევს.

ახალი Audi A3-ის სერიული წარმოება 2013 წელს უნგრეთში მოქმედ კომპანიის ქარხანაში დაიწყება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)