მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ცდილობს, რომ ადამიანების კოსმოსში ცხოვრება შესაძლებელი გახადოს.
Amazon-ის დამფუძნებელ ბიზნესმენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სამეცნიერო ფანტასტიკის ოცნებები რეალობად აქციოს და კოსმოსში ადამიანების პოპულაცია ააყვავოს: "მჯერა, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კოსმოსში მილიონობით ადამიანი იცხოვრებს. აი, რამდენად სწრაფად დაჩქარდება ეს პროცესი",- განაცხადა ბეზოსმა 2025 წლის ტექნოლოგიების კვირეულზე.

ბეზოსის კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის YouTube გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მილიარდერის მიზნები ნათლად არის ასახული: "გვჯერა, რომ დედამიწის შესანარჩუნებლად, კოსმოსში უნდა წავიდეთ და მისი შეუზღუდავი რესურსები და ენერგია ჩვენს პლანეტას მოვახმაროთ".

ბეზოსის კომპანიის პროექტი, რომელიც "ორბიტალური რიფის" სახელითაა ცნობილი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით ხორციელდება. Blue Origins-ის თქმით, ეს "ორბიტალური რიფი" არის კოსმოსური სადგურის მსგავსი ხომალდი, რომელსაც 10 ადამიანის განთავსება შეუძლია. ის დედამიწის ორბიტასთან ახლო სივრცეში იტრიალებს და "შერეული დანიშნულების ბიზნესების პარკის" სახით იქნება წარმოდგენილი. ის დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 კმ-ის სიმაღლეზე იმოძრავებს, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებს.

დასაწყისისთვის "ორბიტალური რიფი" 10 ადამიანს დაიტევს, თუმცა ის ისეა დაპროექტებული, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად მისთვის სხვა სექციების დამატებაც შესაძლებელი იქნება, იტყობინება ბეზოსის კომპანია.

წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: