ავტორი:

"მზის სისტემაში მოძრავი 3I/ATLAS-ი უცნაურ სიგნალს გამოსცემს" - რა განმარტებას აკეთებენ მეცნიერები

"მზის სისტემაში მოძრავი 3I/ATLAS-ი უცნაურ სიგნალს გამოსცემს" - რა განმარტებას აკეთებენ მეცნიერები

მეცნიერებმა 3I/ATLAS სახელწოდების მქონე ობიექტიდან გამოცემული იდუმალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს.

  • 24 ოქტომბერს, ობიექტის გარშემო მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკაში მდებარე MeerKAT-ის რადიოტელესკოპის მეშვეობით, ჰიდროქსილის რადიკალები (OH) აღმოაჩინეს.

"ამ მოლეკულებს უნიკალური რადიოკვალის დატოვების უნარი გააჩნიათ, რომელიც MeerKAT-ის მსგავს ტელესკოპებს შეუძლიათ დააფიქსირონ" - განმარტა პროფესორმა ავი ლეობმა, რომელიც 3I/ATLAS-ს ზაფხულიდან სწავლობს.

9 ნოემბერს გადაღებულმა ოპტიკურმა სურათებმა აჩვენა რომ იდუმალი ობიექტი ნივთიერების გიგანტურ ნაკადებს გამოყოფს, რომლებიც მზის მიმართულებით დაახლოებით 600000 მილზე, ხოლო საპირისპირო მიმართულებით 1,8 მილიონ მილზე ვრცელდება.

აღმოჩენა სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა, მანამდე სანამ 3I/ATLAS დედამიწის ორბიტალურ სიბრტყეს მიუახლოვდებოდა, რამაც დაკვირვება გაამარტივა.

ამჟამად, დედამიწიდან 203 მილიონი მილით დაშორებულმა ობიექტმა მეცნიერებს პირველად მისცა საშუალება ზუსტად შეეფასებინათ მისი აქტიურობის მასშტაბი.

  • ანალიზის მიხედვით, ობიექტის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით –43°C შეადგენს, ხოლო დიამეტრი 9,6 კმ-ს აღემატება.

შედარებისთვის, მეორე ვარსკვლავთშორისი ობიექტი 1I/‘Oumuamua, რომელიც 2017 წელს აღმოაჩინეს, სიგრძეში სულ რამდენიმე ასეული მეტრი იყო.

  • ლეობის თქმით, 3I/ATLAS-იდან გამოყოფილი მასიური ნაკადების არსებობა ფუნდამენტურ კითხვებს აჩენს, არის თუ არა ობიექტი ბუნებრივი კომეტა.

"მისი უზარმაზარი მასა, სიმკვრივე და სიკაშკაშე რთულად შეესაბამება კომეტის მაჩვენებელს და იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც უცნაური ხდება“ - აცხადებს მეცნიერი.

3I/ATLAS-ის ნამდვილი ბუნება 19 დეკემბერს დადგინდება, მაშინ როდესაც იდუმალი სტუმარი ყველაზე მეტად მიუახლოვდება დედამიწას. ამ დროს ისეთი კოსმოსური ტელესკოპები, როგორიცაა Hubble და Webb, შეძლებენ ზუსტად გაზომონ მისი სიჩქარე, შემადგენლობა და გამოყოფილი ნაკადების საერთო მასა.

ეს დაკვირვებები განსაზღვრავს, არის 3I/ATLAS ჩვეულებრივი ყინულოვანი კომეტა თუ ძრავებით მოძრავ ტექნოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: