ავტორი:

ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ჩანაწერები - აღსარება, პიესები და წერილები დედას: რაზე წერდა პოეტი?

ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ჩანაწერები - აღსარება, პიესები და წერილები დედას: რაზე წერდა პოეტი?

ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ჩანაწერები. ლექსები, რომლის შესახებაც აქამდე არავინ იცოდა. როგორც აღმოჩნდა ქართული პოეზიის “ბულბული“ პიესებსაც წერდა.

"კურიერი P.S"-ის ინფორმაციით, სპეციალისტებს ძალიან დიდი მასალა აქვთ, რომლის კვლევაც ახლა იწყება. მუზეუმების გაერთიანებამ ეს მასალა კერძო პირისგან, 2022 წელს შეიძინა.

“მე შემეძლო, რომ უკვდავმეყო ჩემი სახელი,

შემექმნა ძეგლი ხელთუქმნელი, ფასუდებელი,

მის ფეხთა ქვეშე თვით დიდება მტვრად იქცეოდა

დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა...

აღსარება. 1908 წელი“, - იკითხება მისი ჩანაწერებიდან...

“რესტავრატორებმა, როგორც თავიანთ თავებს უწოდებენ - ექიმებმა, პაციენტებს ჩაუტარეს მთელი რიგი პროცედურები. პირველ რიგში ეს ხელნაწერები გაათავისუფლეს ბაქტერიებისგანა, შემდეგ გადაკეცილი ფურცლები, გაცრეცილი, ზოგან დამტვრეული აღადგინეს და შემდეგ მოხდა კონსერვაცია.

თითოეული ლექსის სათაურიც კი ძალიან მრავალმხრივია. მაგალითად უწერია ვამპირზე, ზაფხულზე, ნამი, მზის სხივი და ა.შ. ყველაფერზე წერდა, ყველაფერზე ფიქრობდა, მითოლოგია უყვარდა ძალიან. ახალ უბის წიგნაკში გამოყოფილია რამდენიმე გვერდი, სადაც თვალნათლივ ჩანს როგორ რითმავს სტრიქონებს...

გალაკტიონი პიესების ავტორიც აღმოვაჩინეთ,“ - აცხადებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორის ნათია კოპალეიშვილი.

1919 წლით დათარიღებულ წერილში გალაკტიონი დედას ყოფითი პრობლემებზე წერდა და მას ჯანმრთელობას უსურვებდა.

17 ნოემბერს გენიალური პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ამ დიდებულმა ადამიანმა წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს პოეზიისა და კულტურის სფეროში.

იხილეთ ასევე: