ავტორი:

უცნაური ქანდაკებები, ეგზოტიკური ბაღი, ინტიმური ზონა და ა.შ. - ჯეფ ბეზოსმა “მილიარდერთა ბუნკერზე“ მდებარე 90 მლნ დოლარიანი ვილა ძირფესვიანად შეცვალა (ფოტო)

უცნაური ქანდაკებები, ეგზოტიკური ბაღი, ინტიმური ზონა და ა.შ. - ჯეფ ბეზოსმა “მილიარდერთა ბუნკერზე“ მდებარე 90 მლნ დოლარიანი ვილა  ძირფესვიანად შეცვალა (ფოტო)

ტროპიკული ხეების გაშენებისა და მრავალმილიონიანი რემონტის შემდეგ, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა თავისი “მილიარდერის ბუნკერი“ ნამდვილ ოაზისად აქცია.

როგორც Daily Mail-ი წერს ულტრა ექსკლუზიურ კუნძულ ინდიან კრიკიზე მდებარე, 90 მილიონი დოლარის ღირებულების მამული, 61 წლის მაგნატმა ძირფესვიანად შეცვალა.

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი

გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, რომელშიც ჩანს ახლად დარგული სამეფო პალმები, აყვავებული გამწვანება, ეგზოტიკური ბოტანიკური ბაღი, მამულში ჩადგმული რამდენიმე ქანდაკება და სხვა სიახლეები.

ვილა რემონტამდე - მილიარდერმა ქონება 2024 წელს შეიძინა

ვილა რემონტის შემდეგ

ეზოში დგას ქანდაკებები, რომლებიც სავარაუდოდ კოლუმბიელი მხატვრის, ფერნანდო ბოტეროს ეკუთვნის.

ვილასთან ახლოს ჩანს ახალი სავარჯიშო მოედანი. როგორც ცნობილია, ბეზოსი თავის მეუღლესთან, 55 წლის ლორენ სანჩესთან ერთად დიდ დროს უთმობს ვარჯიშს.

როგორც Daily Mail-ი წერს, არანაკლებ მასშტაბურია სასახლის ინტერიერი. ექვსსაძინებლიანი და ცხრასააბაზანოიანი სანაპირო სახლის თითქმის ყველა ოთახი დაანგრიეს და შეცვალეს. ლორენ სანჩესის მითითებით გააკეთეს ახალი საუნა, სპა და ჯაკუზი. ბუხარი და აუზის პირას მდებარე ოფისი.

ინდიან კრიკი, იგივე "მილიარდერის ბუნკერი“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებით არის დასახლებული. შესაბამისად, იქ უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობაც.

ბეზოსს აქვს უზარმაზარი უძრავი ქონების პორტფელი, ის ასევე დიდ დროს ატარებს თავის სუპერ იახტა Kuroo-ზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი დოლარია.

.

წყარო

იხილეთ ასევე: