უკვე თითქმის ყველა მეცნიერი თანხმდება, რომ 3I/Atlas - ი კომეტაა. თუმცა, მის გარსემო მითქმა-მოთქმა - უცხოპლანეტელების ვიზიტისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ ჭორები არ წყდება.
ის მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც მზის სისტემის გარედან შემოვოდა ჩვენს გალაქტიკაში.
მეცნიერების მტკიცებით, მისი ტრაექტორია და მაღალი სიჩქარე მიუთითებს, რომ იგი სხვა რეგიონიდან მოდის, ჩვენს გალაკტიკაში ცოტა ხანს იმოძრავებს, მომავალი წლის დასაწყისში კი საბოლოოდ გავა ჩვენი მიდამოებიდან.
კომეტის უცნაურმა ქცევამ ჰარვარდის პროფესორ ავი ლოების და შემდეგ მრავალ მედიას უბიძგა ევარაუდათ, რომ ობიექტი შესაძლოა ხელოვნური ყოფილყო, ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვეს ილონ მასკმა და კიმ კარდაშიანმაც.
NASA და უმრავლესობა ასტრონომებისა კი ამბობენ, რომ ობოექტზე დაკვირვების შემდეგ, შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, რომ მასთან დაკავშირებული ყველა ფენომენი სრულად ბუნებრივი წარმოშობისაა.
3I/Atlas 2025 წლის ივლისში დაფიქსირდა ჩილეში მდებარე Atlas-ის ტელესკოპით.
პირველი დაკვირვებისას ობიექტი ძალიან ნათელი ჩანდა. თუ ეს ნათება მხოლოდ მზის შუქის არეკვლით იყო გამოწვეული, მაშინ ობიექტის დიამეტრი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 20 კილომეტრი. ასეთ გიგანტი ობიექტი, ლოების აზრით, უკვე საეჭვო იყო. ის ამბობდა, რომ ეს ობიექტი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიური ზონდი - თითქოსდა უდანაშაულო კომეტა, რომელიც სინამდვილეში სხვა მიზნებითაა გაგზავნილი.
"ჩვენ ვხედავთ რაღაცას, რაც მანჰეტენის ზომისაა და წონა აქვს დაახლოებით 33 მილიარდი ტონა. ასეთი დიდი ობიექტი აქამდე არასდროს გვინახავს. რატომ მოხვდა ის ჩვენს მზის სისტემაში?“ - კითხულობს ლოებო.
მეცნიერთა აზრით, კომეტა შორეული ვარსკვლავური სისტემის ფორმირებისას შეიქმნა და მილიარდობით წელია მოგზაურობს ვარსკვლავთშორის სივრცეში. ზოგი კვლევის ვარაუდით, ის შესაძლოა 7 მილიარდ წელზე მეტი ხნის და მზის სისტემაზე ძველი იყოს.
ოქტომბერში იგი დროებით "დაიმალა“ მზის უკან, თუმცა კოსმოსურმა აპარატებმა დაკვირვება არ შეწყვიტეს და ახლახან ისევ შენიშნეს.
მზესთან მიახლოებისას 3I/Atlas-მ უჩვეულო აჩქარებას გამოავლინა, თითქოსდა, ძრავის საშუალებით მოძარობდა, რამაც უცხოპლანეტური ტექნოლოგიის შესახებ ახალი ვარაუდები წარმოშვა.
მეცნიერთა თქმით, ამის ბუნებრივი ახსნა არსებობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
იხილეთ ასევე: