ავტორი:

თურქი "ალენ დელონის" აღიარება სიყვარულზე, უცნაური რიტუალი და გზა დიდ ეკრანამდე - "მაშინ ვთქვი: თუ საჭირო გახდა, თავს დავანებებ მსახიობობას და ბარსელონაში რესტორანს გავხსნი"

თურქი "ალენ დელონის" აღიარება სიყვარულზე, უცნაური რიტუალი და გზა დიდ ეკრანამდე - "მაშინ ვთქვი: თუ საჭირო გახდა, თავს დავანებებ მსახიობობას და ბარსელონაში რესტორანს გავხსნი"

თურქული სერიალების სამყაროში ახალი ვარსკვლავი აინთო, რომელმაც მაყურებლის გული არა მხოლოდ ნიჭით, არამედ გულწრფელობითაც დაიპყრო. 27 წლის ათაქან ოზქაია, რომელსაც ქართველი მაყურებელი ახლა უკვე კარგად რეიტინგულ დრამაში - "შორეული ქალაქი" შესრულებული ქაიას როლით, მედიის ყურადღება ემოციური და მოულოდნელი განცხადებებით მიიპყრო. ოზქაიას ისტორია არის ამბავი ახალგაზრდა, ამბიციური მამაკაცის, რომელიც მზადაა, უდიდესი მსხვერპლი გაიღოს საკუთარი გრძნობებისა და ოცნებების გამო.

ვინ არის ათაქან ოზქაია: გზა თეატრიდან დიდ ეკრანამდე

ათაქან ოზქაია სტამბოლში დაიბადა. მსახიობობისადმი ინტერესი მასში ადრეულ ასაკშივე გაჩნდა. პროფესიული განათლება მან სტამბოლის ბეიქენთის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა. ამასთან, მანამდე ის ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა თეატრს მალთეფეს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ თეატრალურ სტუდიაში, სადაც მონაწილეობდა ისეთ დადგმებში, როგორიცაა "სიკვდილის მძინარე პოზა", "ჰაჯივატი და ქარაგოზი" და "სისხლიანი ნიგარი".

მისი დებიუტი დიდ ეკრანზე 2014 წელს შედგა, სერიალით "ღირსების საკითხი", რასაც მოჰყვა როლი სერიალში "ეს ჩემი ცხოვრებაა". დღეს, ათაქანი სერიალ "შორეული ქალაქის" ქაიას როლით არის წარმოდგენილი, რომელიც მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდია.

სერიალი "შორეული ქალაქი", რომელმაც მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვა, რეკორდულ რეიტინგებს აგროვებს. ათაქანის პერსონაჟი, ქაია, არის მგრძნობიარე და ამავე დროს ძლიერი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სწორედ ამით მოიპოვა მაყურებლის სიმპათია.

მარდინი: ქალაქი, სადაც რეალობა და მაგია იბადება

მსახიობმა აღნიშნა, რომ სერიალის გადასაღები მოედანი, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ისტორიულ ქალაქ მარდინში მდებარეობს, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შემოქმედებით პროცესში. მარდინი, თავისი უნიკალური არქიტექტურული სტილით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კონტრასტული კულტურული ნაზავით, მსახიობს განსაკუთრებულ ემოციურ ფონს უქმნის.

"მარდინის რეალობა, მისი ძველი ქუჩები, მიწა, ადამიანების ყოველდღიურობა... ეს ყველაფერი უბრალოდ გადაღება არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც განსხვავებულ შთაგონებას და ემოციურ სიმძაფრეს ქმნის. როდესაც ასეთ ავთენტურ გარემოში მუშაობ, პერსონაჟის განცდები და მისი ცხოვრება უფრო ხელშესახები ხდება."

კერპი, რომელმაც გზა გაუხსნა

ათაქან ოზქაიამ გაიხსენა, რომ მისი ინტერესი კინოს მიმართ ჯერ კიდევ ლიცეუმის წლებში დაიწყო და ეს პირდაპირ კავშირში იყო თურქული სერიალების სხვა ვარსკვლავთან:

"ლიცეუმში ვსწავლობდი, როდესაც სერიალ "ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მაყურებელი გავხდი. ქივანჩ თათლითუღის ნამუშევრებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მსახიობი გავმხდარიყავი."

"შორეული ქალაქის" გადაღებებიდან

ბარსელონას ოცნება და აღიარება სიყვარულის შესახებ

ათაქანის ოცნებაა იცხოვროს ბარსელონაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მისი ძმა 6 წელია ესპანეთში ცხოვრობს. მსახიობი ეძებს ბალანსს: "მინდა, ორ ქალაქში ვცხოვრობდე - ერთი ფეხი სტამბოლში, მეორე - ბარსელონაში."

ამ ოცნებაში სიყვარული ჩაერია. ათაქანის რომანტიკული პარტნიორიც ბარსელონას მოყვარული აღმოჩნდა.

"ბედნიერებას ისიც დაემთხვა, რომ ისიც ბარსელონას მოყვარული იყო... და მაშინ ვთქვი: თუ საჭირო გახდა, თავს დავანებებ მსახიობობას და ბარსელონაში ჰამბურგერების რესტორანს გავხსნი."

8-ჯერ დაბანა: მსახიობის უცნაური რიტუალი

როდესაც მსახიობს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა რაიმე ჩვევა ან "იღბლიანი" რიტუალი, მან ღიმილით გაამჟღავნა:

"ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, 8-ჯერ ვიბან პირსა და სახეს."

წაიკითხეთ ასევე: