ავტორი:

ლუვრის ძარცვის საქმეზე დაკავებულია კიდევ 4 ეჭვმიტანილი - რა ინფორმაციას ასაჯაროებს საფრანგეთის პოლიცია

ლუვრის ძარცვის საქმეზე დაკავებულია კიდევ 4 ეჭვმიტანილი - რა ინფორმაციას ასაჯაროებს საფრანგეთის პოლიცია

სამშაბათს, საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის გახმაურებულ ძარცვასთან დაკავშირებული კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. როგორც ცნობილია, დაკარგული ისტორიული ნივთების დიდი ნაწილი საფრანგეთის ყოფილი მონარქების საკუთრებას წარმოადგენდა და მათი აღმოჩენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

  • დაკავებულების ვინაობა არ სახელდება, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით მათგან ორი 38 და 39 წლის მამაკაცია, ხოლო დანარჩენი ორი 31 და 40 წლის ქალი, ყველა პარიზის რეგიონის მცხოვრებია. აქედან ერთ მამაკაცსა და ქალს საერთო შვილიც ჰყავთ.

ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვის დროს, ლუვრის სამხატვრო მუზეუმიდან მძარცველებმა გაიტაცეს ძვირფასეულობა ,რომელთა ღირებულება ჯამში 88 მილიონ ევროს აღემატება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: