ილია მეორე იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა

ილია მეორე იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, იაპონიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, თანაგრძნობის გამოსახატად იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა.

სამძიმრის წერილები ასევე გაეგზავნათ იაპონიის იმპერატორსა და იაპონიის ეკლესიის მეთაურს, მის უდიდებულესობას, იაპონიის იმპერატორ აკიხიტოს.

"ყველა მწუხარებით ადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რაც 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში განვითარდა. ეს ტრაგედია მსოფლიო ტკივილად იქცა. მიიღეთ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სამძიმარი და დიდი გულისტკივილი და გთხოვთ გადასცეთ იგი თქვენს მოსახლეობას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ იაპონიამ ამ დღეებში მსოფლიოს უჩვენა მაგალითი სიმტკიცისა, შინაგანი სიძლიერისა და ორგანიზებულობისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ ღირსეულად შეუძლიათ ამ ქვეყნის მკვიდრთ გაუძლონ ურთულეს პრობლემებს. ღმერთმა დალოცოს იაპონია და მისი მკვიდრნი. ღმერთმა მთელ მსოფლიოს მიანიჭოს მშვიდობა", - აღნიშნულია იაპონიის იმპერატორ აკიხიტოსადმი გაგზავნილ პატრიარქის წერილში.

ილია მეორის სახელით ანალოგიური შინაარსის წერილი მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტ დანიელს გაეგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"