ავტორი:

"ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს" - მელაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

"ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს" - მელაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე

BBC-ი 2024 წელს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შესახებ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულმა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენა “კამიტი“ - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საბრძოლო ნივთიერება.

"შეიძლება წყლისგან წვა იგრძნოთ?“ - კითხულობს გამოცემასთან პროტესტანტი, რომელიც აქციის დასაშლელად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა. (წაიკითხეთ სრულად)

ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი წერს:

თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა და ამ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მართლა იხმარა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს. ისე, ქიმიურ იარაღს პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ მტრების წინააღმდეგ იყენებდნენ, ჯერ არავის მოუფიქრებია ეს იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიემართა ! რა ავადმყოფი უნდა იყოს ამის გამკეთებელი ადამიანი! გაგიჟდება კაცი! იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება".

იხილეთ ასევე: