ავტორი:

"ჭავლის მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს" - რას წარმოადგენს "კამიტი", რომელიც BBC-ის ვარაუდით, შესაძლოა საქართველოში აქციების დასაშლელად გამოიყენეს?

"ჭავლის მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს" - რას წარმოადგენს "კამიტი", რომელიც BBC-ის ვარაუდით, შესაძლოა საქართველოში აქციების დასაშლელად გამოიყენეს?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ "მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა "კამიტი“ (Camite) უწოდეს“.

"კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ მიიჩნევა, რომ მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად "ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - წერს BBC-ი.ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომლის დასამტკიცებლად BBC-სის საგამომძიებლო ჟურნალისტებმა სამი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს:

პირველი - გამოჰკითხეს მომიტინგეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.

მეორე - ესაუბრნენ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მას დაავალეს შეემოწმებინა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შერევის შემდეგ წარმოქმნილი ეფექტი, რის შემდეგაც მას და მის ორ ათეულამდე კოლეგამ თავი ცუდად იგრძნო და მისი რეკომენდაცია იყო აღარ გამოეყენებინათ ეს ნივთიერება, თუმცა მას 2022 წლამდე (სანამ შერგელაშვილი ჯერ კიდევ მუშაობდა შსს-ს სტრუქტურაში) მაინც ამატებდნენ იმ წყალმტყორცნი მანქანების ავზებში, რომლებიც დემონსტრანტების წყლის ჭავლის საშუალებით დაშლისას გამოიყენებოდნენ.

მესამე - გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიასთან დაკავშირებული ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.

"აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც "ქიმიური სითხე UN1710“ და "ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს“, - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

"UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

  • რა კომენტარის გაკეთება შეიძლება ბრიტანული BBC-ის ამ გამოძიებაზე?

პირველი - იმ არალეტალური სპეციალური საშუალებებიდან, რასაც საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევიდან იყენებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქიმიასთან კავშირი აქვს ე.წ. "წიწაკის“ სპრეის ახლო მანძილზე მოქმედ ბალონებსა და ცრემლსადენი და გამაღიზიანებელი აირით(და არა "მხუთავი გაზით“, როგორც ამას ხშირად შეცდომით აცხადებენ) დატუმბულ ყუმბარებს, რომლებსაც თოფიდან ისვრიან.

მათ გამოყენებას თავის უსაფრთხოების ინსტრუქცია ახლავს - არ შეიძლება აირით დატუმბული ყუმბარის ახლო მანძილზე ადამიანზე დამიზნებით სროლა, რადგან ამ შემთხვევაში დამაზიანებელ საშუალებად თავად ამ ყუმბარის კონსტრუქცია იქცევა.

მეორე - წყალმტყორცნი მანქანების გამოყენება დემონსტრაციების დასაშლელად, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის ყველაზე ნაკლებად სახიფათოდ ითვლება, იმავე ხელკეტების, "წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი ყუმბარების და მითუმეტეს რეზინის ტყვიების გამოყენებასთან შედარებით.

მესამე - საქართველოს შსს 2007 წლიდან მოყოლებული ყოველი მიტინგის დაშლა-დარბევისას იყენებს წყალმტყორცნ მანქანებს, რომლებიც "რობოკოპების“ კოლოფის შუაში დგანან და იქიდან დიდი წნევით უშვებენ წყლის ნაკადს დემონსტრანტების დასაშლელად.

ერთი წლის წინ დაწყებული დემონსტრაციების დროს, 2024 წლის დეკემბერში შსს-მ პირველად გამოიყენა თურქეთში ნაყიდი Nurol Makina-ს EJDER TOMA® 4x4-ის ტიპის სპეციალური დანიშნულების წყალმტყორცნი, რომელიც განკუთვნილია ადამიანების ჯგუფების დასაშლელად, წყლის ჭავლის (და არა მარტო) გამოყენებით.

და არა მარტოში, იგულისხმება ის, რომ ამ ორხიდიან სპეცმანქანას ოთხი ავზი უყენია. პირველი, ყველაზე დიდი ავზი 10 ათასი ლიტრი წყლის სატარებლადაა განკუთვნილი, მეორე და მესამე 60-60-ლიტრიან ავზებში, შესაბამისად, ცრემლსადენი აირი და საღებავია მოთავსებული, ხოლო მეოთხე, 80-ლიტრიანი ავზი კი ქაფითაა გავსებული.

მანქანის ეკიპაჟს შეუძლია წყლის მასას შეურიოს სხვა ავზების შემადგენლობაც და მძლავრი, დისტანციურად მართვადი ბრანდსპოინტებიდან მაღალი წნევით გარშემო, ათეულ მეტრზე ისე გატყორცნოს წყლის ჭავლი, რომ ადამიანები წააქციოს...

ანუ ჭავლის მანქანის კონსტრუქციაში თავიდანვე ტექნიკურად გათვალისწინებულია დამატებითი ავზები, რომელშიც მოთავსებული ქიმიური ნივთიერებები ერევა წყალს და ისე გაიტყორცნება ბრანდსპოინტებიდან.

და ეს უკვე მათ სინდისზეა, თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს და რა კონცენტრაციით ჩაასხამენ წყალმტყორცნი მანქანის დამატებით ავზებში...

ახლა,რაც შეეხება BBC-სის მხრიდან მტკიცებას,რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა "ქიმიური სითხე UN1710“- ტრიქლორეთილენი და "ქიმიური ფხვნილი UN3439“- ბრომბენზილციანიდი…

BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის "გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.

ტრიქლორეთილენი - C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ),ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში ,მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება...წყალში!

"კამიტად“ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი-C6H5CHBrCN , რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული,კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ ასევე მცირედ იხსნება წყალში... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: