BBC-ი 2024 წელს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შესახებ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულმა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენა “კამიტი“ - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საბრძოლო ნივთიერება.
"შეიძლება წყლისგან წვა იგრძნოთ?“ - კითხულობს გამოცემასთან პროტესტანტი, რომელიც აქციის დასაშლელად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა. (წაიკითხეთ სრულად)
ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს:
"რაც არ უნდა "აპრავონ" "ქოცებმა" გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ ან ბიოლოგიურ შეტევებზე, სავარაუდოდ, საკმაოდ მოკლე ხანში პირველ დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს..."
იხილეთ ასევე: