ავტორი:

“ჩემს კურსელ მამუკა მდინარაძეს მოვენატრე და სუს-ში დამიბარეს"- რას წერს აქტივისტი, რომელიც BBC-ის მიერ ნახსენებ დარბეულ აქციებში მონაწილეობდა?

“ჩემს კურსელ მამუკა მდინარაძეს მოვენატრე და სუს-ში დამიბარეს"- რას წერს აქტივისტი, რომელიც BBC-ის მიერ ნახსენებ დარბეულ აქციებში მონაწილეობდა?

“ჩემს კურსელ მამუკა მდინარაძეს მოვენატრე და სუს-ში დამიბარეს", - წერს აქტივისტი თათა ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

სუს-ის მიერ, მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. თუმცა, სავარაუდოდ საქმე შეეხება თათა ხუნდაძის მიერ გუშინ დაწერილ Facebook პოსტს, რომელშიც ის BBC-ის სტატიას ეხმაურებოდა.

"მთელი სახე დამწვარი მქონდა, თვეები დაჭირდა კანს რეგენერირებისთვის! და ეს ვისუნთქეთ ჩვენ, მთელი ფილტვები ჩავიწვით! ღებინება, კვირები გამიგრძელდა!“ - დაწერა ხუნდაძემ გუშინ და პოსტს ფოტოც დაურთო, სადაც მისი დაზიანებული სახე ჩანს.

ის იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომელზეც BBC-მ საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

იხილეთ ასევე: