კონტროლის პალატა დედაქალაქის 9 და რეგიონების 7 საჯარო სკოლას შეამოწმებს

კონტროლის პალატა დედაქალაქის 9 და რეგიონების 7 საჯარო სკოლას შეამოწმებს

კონტროლის პალატა დედაქალაქის 9 და რეგიონების 7 საჯარო სკოლას შეამოწმებს. ინფორმაცია ამის შესახებ კონტროლის პალატამ დღეს გაავრცელა.

შემოწმდება თბილისის #18, #20, #34, #51, #53, #118, #147, #159, #187 საჯარო სკოლები; ქუთაისის #2; ბათუმის #1; რუსთავის #2; მარნეულის #6; გორის #3; ფოთის #5 და ზუგდიდის #1 სკოლები.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, აუდიტი შეისწავლის სკოლების დასაფინანსებლად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვას, ისე სკოლების შემოსავლების კანონიერებას. საუბარია სკოლების ფართების სარგებლობიდან, ფასიანი წრეებიდან, შემოწირულობებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ თანხებზე; სკოლების ადმინისტრაციულ და კომუნალურ ხარჯებს და სხვა არსებით საკითხებს. სრულად შემოწმდება მათი ფინანსური და საქმიანობის სხვა ანგარიშები.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 330 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს.

შერჩეული 16 სკოლის აუდიტის შედეგად ჩამოყალიბდება სკოლებისათვის დამახასიათებელი ფინანსური რისკების ნუსხა და განხორციელდება სკოლების აუდიტის სტანდარტიზაცია.

როგორც პალატაში აცხადებენ, აღნიშნული მაკონტროლებლებს სკოლების მომეტებული ფინანსური საფრთხეების პრევენციას გაუმარტივებს და საჯარო სკოლების მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღესვე განცხადება გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საზოგადოება დარწმუნდეს საჯარო სკოლებში გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"