ავტორი:

“თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს დამიდგინდა სიმსივნური კვანძი“ - მიხეილ რამიშვილი

“თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს დამიდგინდა სიმსივნური კვანძი“ - მიხეილ რამიშვილი

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, თირკმელზე სიმსივნური კვანძი დაუდგინდა. მისი თქმით, შესაძლოა ჯანმრთელობის დაავადება აქციებზე მის დგომას უკავშირდებოდეს.

მიხეილ რამიშვილი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რობოკოპების დასაშლელ ბალონებში ტრიქლორეთილენი ყოფილიყო.

“BBC-ის სტატიაში წერია მეორე ნივთიერება ტრიქლორეთილენი, არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან დაუშვებელია, შესაბამისად დასაბუთებული ვარაუდით რობოკოპებს რომლებსაც ხელში ეჭირათ ბალონი, შესაძლებელია ეს ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც სადაც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩამიტარდა გამოკვლევები და თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს დამიდგინდა სიმსივნური კვანძი, რომელიც არასდროს მქონია და სრულიად შესაძლებელი ეს განხორციელებულიყო, წყლის ჭავლის და ბალონის გამოყენებისას აქციაზე ჩვენს წინააღმდეგ,“ - წერს რამიშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

იხილეთ ასევე: