21-ე საუკუნის საქართველოში აგრესია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელსაც ყველგან ვაწყდებით: ტრანსპორტში, სამსახურში, სამეზობლოში და საკუთარ ოჯახშიც კი...ჩვენ დავინტერესდით, როგორ პასუხობს აგრესიას და აგრესიულ ადამიანებს მომხიბვლელი ქალბატონი, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი:
- ჩვენს მძიმე, დაძაბულ დროში რთულია ადამიანმა სიმშვიდე შეინარჩუნოს თუ მისი გონება, სული და გული მართლმადიდებლური რწმენით არ არის გაჯერებული. მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ აგრესიას და დამცირებას მოთმინებით უნდა უპასუხოს. მეც ასე ვფიქრობ, რადგან დაპირისპირების შემთხვევაში ჯერ პოლემიკას დაიწყებ, მერე კი, ხელჩართულ ბრძოლაში შედიხარ და სიმშვიდეს კარგავ. ამ დროს დაზარალებული ვინ გამოდის? - ის, ვინც ვერ მოითმინა და მოწინააღმდეგის წესებს აჰყვა.
- განსაკუთრებით მომრავლდნენ აგრესიული მამაკაცები, თქვენი აზრით, ეს რით აიხსნება?
- იმით, რომ ბოლო წლებში ძირძველი ქართული ტრადიციები დაიკარგა. წაშლილია ქალის პატივისცემა, წაშლილია საზღვარი უფროსსა და უმცროსს შორის და ის ღირებულებები, რაზეც თაობები იზრდებოდა, გაქრა. რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება, დიდწილად, 1990-იანი წლების გამოძახილია, როცა ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენება ნორმად იყო მიჩნეული, ამ ყველაფერმა გამოიღო სამწუხარო შედეგი, რომელსაც დღეს ვიმკით. ადამიანების ფსიქიკა დაანგრია და დააზიანა შიშმა, რომელშიც ვცხოვრობდით. ომმა და სამოქალაქო დაპირისპირებამ სიძულვილისა და აგრესიისკენ მიდრეკილი თაობები ჩამოაყალიბა.
ჩემი დაკვირვებით, აგრესიული ადამიანების უმრავლესობას წარუმატებელი ადამიანის სინდრომი აწუხებს. ასეთი ადამიანი ებრძვის ყველას, ვინც რეალიზებული და წარმატებულია. ამავდროულად, მე მგონია, რომ აგრესიის პირველწყარო ოჯახია, ყველაფერი სწორედ ოჯახიდან მოდის. თანამედროვე საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი დანგრეულია, წაშლილია ზღვარი მამაკაცსა და ქალს შორის, რაც გამოიწვია გენდერულმა რევოლუციამ, გაუკუღმართებულმა სექსუალურმა ხედვამ და სოციუმმა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ამ ყველაფერმა ადამიანში კეთილი საწყისი აღარ დატოვა.
- ქალბატონო თათა, თქვენ როგორ ხვდებით აგრესიას?
- ერთადერთი, რაც ამ დროს სწორი და მართებულია, აგრესიას არ უნდა აჰყვე, მართალია, ზოგჯერ მეც მიჭირს მოთმენა, მაგრამ ამ დროს, ყველაზე სწორი გამოსავალი არის იგნორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესიას აგრესიით უპასუხებ და ეს აუცილებლად გადავა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. მესმის, რომ რთულია უსამართლობა დაითმინო, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ათჯერ რომ დააიგნორებ, ბოლოს თავს დაგანებებენ. ესეც ერთგვარი ბრძოლაა სიკეთეს და ბოროტებას შორის. ჩემი აზრით, უმჯობესია, ბოროტებას გავერიდოთ...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: