მედიაში ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეველის იშვიათი განცხადება. ეს არის ბლეიზ მეტრეველის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.
"ქაოსის ექსპორტი რუსული სტრატეგიაა“, - ამბობს მეტრეველი.
მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. ჰიბრიდულ ომს, რომელიც მოიცავს კიბერშეტევებსა და დრონების ფრენას კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებთან. ბრიტანული დაზვერვა ამ ყველაფერში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

მისი თქმით, ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას, რადგან რუსეთის ამჟამინდელი კურსი ევროპული უსაფრთხოებისთვის "მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს.

აქცენტი ტექნოლოგიებზე
ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვას ჩაუდგა სათავეში. მან პოსტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიკავა. საინტერესოა მისი კარიერული გზა:
მეტრეველი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ჯაშუშისთვის კომპიუტერული კოდის (მაგალითად, Python-ის ენა) ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც უცხო ენების ფლობა. მისი თქმით, ბიომეტრიული სკანირების ეპოქაში, როცა საზღვარზე ყალბი პასპორტით გადასვლა თითქმის შეუძლებელია, დაზვერვამ აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზე უნდა გადაიტანოს.