საზოგადოებისთვის საყვარელი ჟურნალისტი, აწ გარდავლილი გიორგი სანაიას შვილი სანდრო სანაია დაქორწინდა. ქართულ მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, ავთო გვასალიამ გაავრცელა.
"სანდრო სანაიას და ელენე ენუქიძეს გაუმარჯოს", - წერს გვასალია და წყვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.
სანდრო სანაია წლებია მამის გზას "რუსთავი 2“-ზე აგრძელებს. საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როდესაც მთელი ქვეყანა გიორგი სანაიას მკვლელობის ტრაგედიას განიცდიდა.
სანდროს რჩეული, ელენე ენუქიძე, პროფესიით მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. ის წლებია ამ სფეროში საქმიანობს და კარიერული კუთხით საკმაოდ აქტიურია. ელენე და სანდრო დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა წყვილი პირად ცხოვრებას იშვიათად ასაჯაროებდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც წყვილი ბედნიერად გამოიყურება, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები და კოლეგები წყვილს ბედნიერებას უსურვებენ
"როგორ მიხარია თქვენი ბედნიერება! სანდრო, საუკეთესო ბიჭი ხარ და საუკეთესო გოგო გყავს გვერდით".
"გიორგი ძალიან იამაყებდა შენით, სანდრო. გაიხარეთ!“ - წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
რამდენიმე წლის წინ სანდრო AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მამის შესახებ საუბრობდა:
"სევდიანი მომენტი იყო, თუმცა ჩემამდე ეს ისე მოიტანეს და ისე ამიხსნეს, რომ ტრავმა არ მოუყენებიათ. ყველაფერი რაღაცნაირად შეგუებულად იყო, არც არავისზე ვბრაზობდი და არც არავისზე ვიბოღმებოდი. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ დედაჩემი ჩემ გვერდით იყო, ბიძები და სხვებიც არაფერს მაკლებდნენ... მივხვდი, რომ მამაჩემი მოიშორეს, როგორც ამ ქვეყანაში არაერთი მოუშორებიათ და საქმე შეკერეს, - მიჭრეს, მოჭრეს ისე, როგორც აწყობდათ..." - ამბობდა სანდრო.
ნახეთ ასევე: