საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზ სააკაშვილის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი შვილის ბავშვობას იხსენებს, რომლის ნათლიებიც უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები იყვნენ და საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას ნიკოლოზის ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. სააკაშვილის თქმით, მისი ვაჟი ამჟამად ინდოეთში მოხალისედ იმყოფება და სოფელში ადგილობრივებს ეხმარება
- უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ნათლობაზე წარმოადგენდა ქვეყნის მეორე პირი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე და ნინო ანანიაშვილი პატრიარქთან ერთად ნათლავენ ნიკუშას. დღეს ნიკუშა 20 წლის ხდება.

ის ინდოეთში მუშაობს მოხალისედ სოფელში, როგორც სანდრასთვის და ჩემთვის, ნიკუშასთვისაც სხვების დახმარება არის მთავარი მოწოდება, ამავე დროს სწავლობს ჰინდის. მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით. მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობს) ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს.

მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს. 15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საყვარელო ნიკუშიკო".
წაიკითხეთ ასევე: