ავტორი:

მკვლევრებმა არქტიკული ვეშაპების “სუნთქვაში“ სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევრებმა არქტიკული ვეშაპების “სუნთქვაში“ სასიკვდილო ვირუსი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სპეციალური აღჭურვილობის მქონე დრონებით კუზიანი ვეშაპების ბიოლოგიური მასალა შეაგროვეს და შეისწავლეს.

“ამოსუნთქვის“ დროს (როდესაც ვეშაპები სპეციალური სასუნთქი ხვრელებიდან წყალს მაღლა ასხამენ) დრონებმა წყლის შეგროვება შეძლეს, რომლებიც ვეშაპების ნერწყვსაც შეიცავდნენ. გაანალიზების შედეგად მკვლევრებმა მასალაში აღმოაჩინეს სასიკვდილო ვირუსი, რომელიც სავარაუდოდ კავშირშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვეშაპებისა და დელფინების მასობრივ სიკვდილთან.

  • ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორმა ტერი დოუსონმა განაცხადა, რომ “ნიმუშების აღება „გარდამტეხი“ ფაქტორია ვეშაპების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესასწავლად“.

„ეს საშუალებას გვაძლევს, სტრესისა და ზიანის გარეშე დავაკვირდეთ ცოცხალ ვეშაპებში არსებულ პათოგენებს, რაც კრიტიკულ ინფორმაციას გვაწვდის სწრაფად ცვალებად არქტიკულ ეკოსისტემებზე,“ - თქვა მან.

მკვლევრებმა პირველად დაადასტურეს, რომ პოლარული წრის თავზე ცირკულირებს პოტენციურად სასიკვდილო ვეშაპის ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც “ვეშაპისებრი მორბილივირუსი“. დაავადება ძალიან გადამდებია და ადვილად ვრცელდება დელფინებში, ვეშაპებსა და ზღვის ღორებს შორის, რაც იწვევს მძიმე დაავადებებს და მასობრივ სიკვდილიანობას.

ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ზღვის ძუძუმწოვრებს.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა ხელს შეუწყობს ოკეანის სიცოცხლის გადარჩენას და სასიკვდილო საფრთხეების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

წყარო

იხილეთ ასევე: