19 მარტისთვის დაანონსებული კატასტროფები და მსოფლიო კატაკლიზმები დედამიწაზე არ მოხდება. ეს განცხადება ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა რადიო "პალიტრის" ეთერში, შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემა "ცენტრში" გააკეთა.
"გვაქვს სავსე მთვარის დღეები, არსებობს მოჭარბებული კოსმიური ენერგია, მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში - ესეც ენერგეტიკულად მძიმე პერიოდია, დედამიწა ხან პოზიტიურ, ხან ნეგატიურ ენერგოველშია. მომდევნო დღეებში მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მიუახლოვდება.
შესაძლოა პრობლემები შეექმნას ადამიანების ჯანმრთელობას, საქართველოს საზოგადოება ნევროზულ მდგომარეობაშია, სავარაუდოა პოზიცია ოპოზიციას შორის გამწვავდეს ვითარებაც", - განაცხადა ცაგარელმა.
"დედამიწა ახლოს მიდის მთვარესთან. მთვარეს მართავს ოკეანეების გრავიტაცია, რაც ამოატივტივებს წყლის მასას, ამიტომ ცუნამის გამეორება გამორიცხული არ არის. ეს ეხება ოკეანის მოსაზღვრე ქვეყნებს", - აღნიშნა ალექსანდე ცაგარელმა შავლა რამიშვილის სტუდიაში.