ავტორი:

კრემლის პროპაგანდისტი, 61 წლის ალექსანდრე გორდონი, რომელსაც ქალის გაუპატიურებაშიც ადანაშაულებდნენ, მეექვსედ დაქორწინდა: ამჯერად ქართველი ცოლი 38 წლით უმცროს გოგონაზე გაცვალა

კრემლის პროპაგანდისტი, 61 წლის ალექსანდრე გორდონი, რომელსაც ქალის გაუპატიურებაშიც ადანაშაულებდნენ, მეექვსედ დაქორწინდა: ამჯერად ქართველი ცოლი 38 წლით უმცროს გოგონაზე გაცვალა

კრემლის პროპაგანდისტი ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე გორდონი კვლავ ყურადღების ცენტრშია. 61 წლის წამყვანმა საზოგადოება მორიგი ქორწინებით გააოცა - მისი მეექვსე ცოლი 23 წლის მხატვარი, ალინა მიხაილოვა გახდა.

როგორც აღმოჩნდა, წყვილი უკვე ოთხი წელია ურთიერთობაშია. ამ დროის განმავლობაში მათ დაშორებაც მოასწრეს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შერიგდნენ და ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმეს.

ახალი ქორწინების შესახებ გორდონმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელშიც არ დაუმალავს, რომ საზოგადოების მხრიდან დიდ წნეხს გრძნობს ასაკობრივი სხვაობის გამო:

"მარცხვენენ, მეუბნებიან, რომ მოხუცი ვარ და ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობის უფლება საერთოდ არ მაქვს“, - აღიარა ტელეწამყვანმა.

ინტერვიუს დროს წამყვანმა პირდაპირი კითხვა დაუსვა ალინასაც: "როგორია "ბებერ პაპასთან“ ყოფნა?“, რაზეც გოგონამ მშვიდად უპასუხა: "ასაკით - კი, ასეა, მაგრამ ხალხს რომ ვუსმენდე, ცხოვრება საინტერესო აღარ იქნებოდა. მე ისე ვცხოვრობ, როგორც მომწონს. მიყვარს ეს ადამიანი და მასთან ყოფნა მსიამოვნებს“.

ამ ცოტა ხნის წინ წყვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მედიას ალინა გორდონის ყოფილ ცოლში, ქართველ სოფია კალანდაძეში აურია. გოგონები ფიზიკურად მართლაც ჰგვანან ერთმანეთს.

"პრესამ დაწერა, რომ ჩემს ყოფილ ცოლთან, სოფიასთან ერთად გამოვჩნდი. უბრალოდ, ვერ მეწევიან, მე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვარ!“ - ამბობს გორდონი.

სოფია კალანდაძესთან ერთად

ალექსანდრე გორდონის სასიყვარულო ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია:

პირველი ცოლი: მარია ბერდნიკოვა (ჰყავთ ქალიშვილი).

მეორე (არაფორმალური) პარტნიორი: ქართველი მსახიობი ნანა კიკნაძე, რომელთანაც 7 წელი ცხოვრობდა.

მესამე ცოლი: ეკატერინა გორდონი.

მეოთხე ცოლი: 18 წლის სტუდენტი ნინა ტრიგორინა.

მეხუთე ცოლი: 20 წლის ნოზანინ აბდულვასიევა (ორი ვაჟი).

მეექვსე ცოლი: 20 წლის არფისტი სოფია კალანდაძე, რომელზეც 2022 წელს დაიწერა ჯვარი.

სოფია კალანდაძესთან დაშორების შემდეგ, გორდონმა დიდხანს არ დაიცადა და ცხოვრება 23 წლის ალინას დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ გოგონას მშობლები ამ კავშირს მხარს უჭერენ და ქორწილსაც დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ გორდონმა ქართველ არფისტ სოფია კალანდაძეზე 2022 წელს იქორწინა. სოფია მაშინ 20 წლის სტუდენტი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სოფია ძალიან ახალგაზრდა იყო, 20 წლის ასაკში ის უკვე იყო ქორწინებაში და ქალისთვის გორდონი მეორე ქმარი გახლდათ.

ალექსანდრე გორდონმა სოფიასთან ჯვარი დაიწერა და აღნიშნა, რომ კიდევ სურდა შვილების ყოლა, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს ქორწინებაც დროებითი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ა.წ. მარტში ალექსანდრე გორდონი უცნობმა ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

სავარაუდო მსხვერპლის თქმით, შემთხვევა 2010 წელს მოხდა, იმ დროს ქალი 17, ხოლო გორდონი 46 წლის იყო.

ანას (სახელი შეცვლილია) ისტორია რუსულ მედიაში გავრცელდა.

წაიკითხეთ ასევე: