ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ვარსკვლავი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი შობის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ.
ვიდეო ფოტო კადრებიდან, რომელიც 51 წლის ვიქტორიამ თავის “ინსტაგრამგვერდზე" გააზიარა, ჩანს, რომ საშობაო სამზადისში მთელი ოჯახი იყო ჩართული.
50 წლის დევიდ ბექჰემმა სპეციალურად ამ საზეიმო დღისთვის საშობაო ნაძვის ხე მორთო და იპოზიორა კიდეც.
"სერ დევიდ ბეკჰემი ბრწყინვალედ თამაშობს კლარკ გრისვოლდს“, - დაწერა ვიქტორიამ ვიდეოს წარწერაში.
მოგვიანებით მან დააგემოვნა კოქტეილი, რომელიც მისმა 20 წლის ვაჟმა, კრუზმა, მოამზადა.
"გმადლობთ, კრუზ!“- დაწერა ვიქტორიამ აღწერაში.
იმავე დღეს, დევიდმა სახლში გაკეთებული პედიკიურით ისიამოვნა, კრუზმა და ჰარპერმა კი ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელეს.
ამ ყველაფრის ფონზე უჩვეულოდ ჩუმად გამოიყურება ბრუკლინ ბეკქემის სოციალური მედია.
მედიაში გვრცელდა ინფორმაცია, რომ ბეკჰემების უფროსმა ვაჟმა, 26 წლის ბრუკლინმა ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა და Instagram-ზე დაბლოკა კიდეც.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, "ინსტაგრამზე" თავიანთი შვილი, ბრუკლინ ბეკჰემი, ასევე ბრუკლინის ცოლი, ნიკოლა პულცი წაშალეს.
თუმცა რეალურად ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ბექჰემების კიდევ ერთი ვაჟი გამოეხმაურა და დაწერა რომ რეალურად, ბრუკლინმა თვითონ დაბლოკა მშობლები. დევიდი და ვიქტორია ასევე დაბლოკა ნიკოლა პულციმაც.
"დედაჩემი და მამაჩემი შვილს არასდროს გაუუქმებდნენ გამოწერას. მათ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დაბლოკილები იყვნენ ბრუკლინისგან. მეც ანალოგიურად“, - წერს კრუზ ბექჰემი Instagram Story-ში.
უკვე რამდენიმე თვეა წერენ ბრუკლინისა და მშობლების გართულებულ ურთიერთობაზე. ტაბლოიდების ცნობით, ყველაფერი ბრუკლინის ცოლსა და ვიქტორია ბექჰემს შორის კონფლიქტს უკავშირდება.
იხილეთ ასევე: