ავტორი:

ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა - წყვილი დაქორწინებას 2026 წელს გეგმავს: რას აცხადებენ ინსაიდერები

ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა - წყვილი დაქორწინებას 2026 წელს გეგმავს: რას აცხადებენ ინსაიდერები

Dailymail-ის ცნობით ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი 2026 წელს დაქორწინებას გეგმავენ.

როგორც გამოცემას ინსაიდერებმა უამბეს, 50 წლის მსახიობი 30 წლის სუპერმოდელის დედას, იოლანდა ჰადიდს მომავალი ქორწილის შესახებ უკვე ესაუბრა და ურო მეტიც, სუპერმოდელს ხელი სთხოვა - რაზეც თანხმობა მიიღო.

„ბრედლიმ იოლანდა ჰადიდს მისი შვილის - ჯიჯის ხელი სთხოვა. მას სურს, იოლანდამ იცოდეს, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ის ჯიჯის და მასთან ერთად ოჯახის შექმნას გეგმავს ნიუ-იორკში“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ბრედლის ჯიჯის თან უკვე შათანხმებული ჰქონდა.

“იოლანდა, ასევე თანახმაა“, - დასძინა ინსაიდერმა.

ცნობილი წყვილი 2023 წლის ოქტომბრიდან ხვდება ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს პირველად ოქტომბერში, ბავშვთა წვეულებაზე შეხვდნენ და მაშინვე დამეგობრდნენ.

კუპერს ყოფილ მეუღლესთან, 39 წლის მოდელ ირინა შეიკთან, 8 წლის ქალიშვილი, ლია დე სეინი ჰყავს.

ხოლო ჯიჯი ჰადიდს ყოფილ მეუღლესთან, 32 წლის ზეინ მალიკთან, 5 წლის ქალიშვილი, ხაი მალიკი.

წყარო

იხილეთ ასევე: