ავტორი:

“ნაგავსაყრელად“ ქცეული ევერესტი - ნეპალის ხელისუფლებამ აღიარა, რომ პრობლემას ვერ უმკლავდება: ადგილზე გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოები

“ნაგავსაყრელად“ ქცეული ევერესტი - ნეპალის ხელისუფლებამ აღიარა, რომ პრობლემას ვერ უმკლავდება: ადგილზე გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოები

ნეპალის ხელისუფლებამ გააუქმა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მთამსვლელების წახალისებას, ევერესტიდან თავად ჩამოეტანათ ნაგავი იმის ნაცვლად, რომ მწვერვალზე დაეტოვებინათ.

მთამსვლელებს მწვერვალის დალაშქვრამდე 4000 დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა ევალებოდათ, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დაბრუნებისას მინიმუმ 8 კგ ნარჩენებს ჩამოიტანდნენ.

ეს, სავარაუდოდ, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ნაგვის პრობლემის გადაჭრას მოახერხებდა. ყველაზე ზედაპირული შეფასებით, ევერესტი დაახლოებით 50 ტონა ნაგვითაა დაფარული.

David Liano
  • თუმცა, 11 წლის შემდეგ პროგრამა შეჩერდა, რადგან მან „მნიშვნელოვანი შედეგები არ აჩვენა“. ამასობაში კი, ნაგავი კვლავ გროვდება.

ნეპალის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორმა, ჰიმალ გაუტამმა, BBC-ს განუცხადა, რომ ნაგვის პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ თავად დეპოზიტების სისტემა „ადმინისტრაციულ ტვირთად იქცა“.

ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ წლების განმავლობაში დეპოზიტების უმეტესობა ტურისტებს უბრუნდებოდათ - რაც იმას ნიშნავს, რომ მთამსვლელების უმეტესობამ ნაგავი დააბრუნა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით სქემა ჩაიშალა, რადგან მთამსვლელებს ქვედა დონის ბანაკებიდან ჩამოჰქონდათ ნაგავი და არა ზედა დონეზე განლაგებული ბანაკებიდან, სადაც ნაგვის პრობლემა ყველაზე მწვავეა.

“როგორც წესი, მაღალ დონეზე განლაგებული ბანაკებიდან მთამსვლელებს მხოლოდ ჟანგბადის ბალონები ჩამოაქვთ. ბევრი რამ - კარვები, ქილები, შეფუთული საკვებისა და სასმელების ყუთები, ძირითადად იქ რჩება, ამიტომ ნაგავი სულ უფრო და უფრო გროვდება“, - განაცხადა საგარმატას ეროვნული პარკის დაბინძურების კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩერინგ შერპამ.

David Liano

საშუალოდ, მთამსვლელი ასვლისთვის საჭირო ექვსკვირიანი აკლიმატიზაციის პერიოდში 12 კგ ნარჩენს წარმოქმნის. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, ნაგვის შეგროვების არაეფექტური პროგრამის გარდა, მთავარი პრობლემა ზედამხედველობის ნაკლებობაა.

ძველი პროგრამის ნაცვლად ნეპალის ხელისუფლება ახალ წესებს აამუშავებს. იმედოვნებენ, რომ მეტად ეფექტური იქნება.

ახალი წესების თანახმად, მთამსვლელებისგან შეგროვებული თანხა საკონტროლო პუნქტის მოსაწყობად გამოიყენება, რომელიც მთამსვლელების მიერ შეგროვებული ნარჩენების ბარში ჩატანას გააკონტროლებს.

Getty Images

ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თითოეულ მთამსვლელს ისევ მოუწევს დეპოზიტის - 4000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა ნაგვის დაბლა ჩატანა მკაცრად იქნება გაკონტროლებული.

ასევე შეიქმნება ფონდი მთის დასუფთავებისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: