ავტორი:

amazon-დან მოდის ინდუსტრიამდე: იმიჯშეცვლილი ჯეფ ბეზოსი Schiaparelli-ის ჩვენებაზე მეუღლესთან ერთად, მიწვეულ ვარსკვლავებს შორის გამოჩნდა

amazon-დან მოდის ინდუსტრიამდე: იმიჯშეცვლილი ჯეფ ბეზოსი Schiaparelli-ის ჩვენებაზე მეუღლესთან ერთად, მიწვეულ ვარსკვლავებს შორის გამოჩნდა

amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა რჩეულმა ლორენ სანჩესმა პარიზის მოდის კვირეულზე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სტილისა და გლამურის ცენტრში რჩებიან - წყვილის გამოჩენამ Schiaparelli Haute Couture-ის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა.

მილიარდერის ცნობა სპეციალურად შერჩეულ შავ პიჯაკში და მოშვებულ წვერში, თითქმის შეუძლებელი იყო. სანჩესმა კი წითელი ლუქი მოირგო და არც ყურადღების ნაკლებობა უგრძნია.

სკანდალური წყვილის გარდა კამერებმა სხვა მიწვეული ვარსკვლავებიც დააფიქსირეს.

წყვილი მდიდრულ წვეულებებსა და ღონისძიებებზე დასწრებისას ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და მათი უხერხული კადრებიც არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში.

ლორენი ჩაცმის სტილი საკმაოდ თამამია, რის გამოც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო ხანს, მას სკანდალური ჩაცმულობით გამორჩეული, ბიანკა ცენსორის მიბაძვაშიც კი ადანაშაულებენ...

ისინი, ვინც სანჩესის კარიერას თვალს წლებია ადევნებენ, ამბობენ, რომ ადრე მისი სტილი საკმაოდ მოკრძალებული იყო. თუმცა, ბოლო წლებში თამამ იმიჯს ამჯობინებს.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა საყვარელ ქალს 500 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა აჩუქა. ლორენის მფლობელობაშია ასევე ორი კომერციული თვითმფრინავი - იგი 2011 წლიდან კვალიფიციური პილოტია. ბეზოსისგან მან ვარდისფერი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც მიიღო, რომლის ღირებულებაც 1,9 მილიონი დოლარია. წყვილი ბევერლი ჰილზში, 165 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც მილიარდერმა მეუღლისთვის 2020 წელს შეიძინა.

იხილეთ ასევე: