ავტორი:

“ფუდ ბლოგერი“ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ონლაინ სტრიმის დროს შხამიანი კიბორჩხალა შეჭამა - სოციალურ ქსელებში რეიტინგის ტრაგიკული ფასი

“ფუდ ბლოგერი“ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ონლაინ სტრიმის დროს შხამიანი კიბორჩხალა შეჭამა - სოციალურ ქსელებში რეიტინგის ტრაგიკული ფასი

ფილიპინების ხელისუფლება საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოპულარულმა “ფუდ ბლოგერმა“ ონლაინ სტრიმის დროს, მაყურებლების თვალწინ შხამიანი, "ეშმაკის კიბორჩხალის“ სახელით ცნობილი ზღვის ბინადარი შეჭამა.

  • Viral Press-ის ცნობით, 51 წლის ემა ამიტმა შხამიანი კიბორჩხალა 4 თებერვალს შეჭამა. ტრაგიკული შემთხვევა პალავანის სანაპირო ქალაქ პუერტო პრინცესაში, ბლოგერის სახლთან ახლოს მოხდა, სადაც გურმანი და მისი მეგობრები მოლუსკებს აგროვებდნენ.

ვიდეოში ჩანს, რომ ის კბეჩს ზღვის ბინადარს, რომელიც სხვა საკვებთან ერთად ქოქოსის რძეში მოამზადა.

  • კიბორჩხალაში არსებული ძლიერი ტოქსინების გამო, ქალი მეორე დღეს მძიმედ ავად გახდა და მეზობლების თქმით, ადგილობრივ კლინიკაში მიყვანის დროს კრუნჩხვები დაეწყო.

მოგვიანებით, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ემა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფლუენსერი შხამიანი კიბორჩხალას ჭამის შემდეგ ორ დღეში, 6 თებერვალს გარდაიცვალა.

გამოძიების შედეგად, ქალის სახლში არსებულ ნაგვის ნარჩენებში “ეშმაკის კიბორჩხალის“ ნიჟარები აღმოაჩინეს.

ეს კიბოსნაირნი, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის რიფებში ბინადრობს, სასიკვდილო ნეიროტოქსინების კოქტეილს შეიცავს. ის უკიდურესად საშიშია ადამიანებისთვის.

მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თავი აერიდებინათ ამ არსებების ჭამისგან, რადგან "ლამაზი“ კიბორჩხალები შეიძლება სასიკვდილოები იყვნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: