გასულ საუკუნეში ზავრიევის სახელობის ინსტიტუტში, სეისმოლოგებთან ერთად, თბილისისა და საქართველოს სეისმური რუკა მოამზადეს. რუკა მიწისძვრების შემდეგ რამდენჯერმე განახლდა.
ნორმატიული დოკუმენტი 2009 წელს არის მიღებული. წესების გათვალისწინება ევალება ყველას, ვინც აშენებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რეკომენდაციები არსებობს, თან სავალდებულო, მაგრამ მას ქართველი მშენებლები ნაკლებად ითვალისწინებენ.