ავტორი:

ისრაელმა ლიბანში "ჰეზბოლას" დაარტყა: ბეირუთში ათზე მეტი აფეთქება მოხდა - რას აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში?

ისრაელმა ლიბანში "ჰეზბოლას" დაარტყა: ბეირუთში ათზე მეტი აფეთქება მოხდა - რას აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში?

ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე, ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, "ჰეზბოლას" პოზიციებს შეუტია. ქვეყნის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება. "ჩვენ "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ... უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, - აღნიშნა ეიალ ზამირმა.

მანამდე, 1-ელ მარტს, საღამოს "ჰეზბოლამ" ისრაელზე შეტევა რაკეტებით და დრონებით მიიტანა. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.

საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.

  • ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბეირუთის “ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად სამხრეთ გარეუბნებზე. ლიბანის დედაქალაქში ათზე მეტი აფეთქება მოხდა.

ისრაელის თქმით, ასევე დაბომბეს “ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მებრძოლების ბაზა, რომელიც ბეირუთის მახლობლად იყო განთავსებული.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰეზბოლა“ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ესკალაციაზე“ და სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში ათობით სოფლის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

წყარო

იხილეთ ასევე: