ავტორი:

Reuters: ირანულ სამხედრო გემს აშშ-ის წყალქვეშა ნავმა დაარტყა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შრი-ლანკასთან ჩაძირულ ხომალდზე?

Reuters: ირანულ სამხედრო გემს აშშ-ის წყალქვეშა ნავმა დაარტყა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შრი-ლანკასთან ჩაძირულ ხომალდზე?

შრი-ლანკის სიახლოვეს ჩაძირული ირანული სამხედრო გემის შესახებ reuters-ი ახალ დეტალებს ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა. შრი-ლანკის საზღვაო ძალებმა კი ირანელი მეზღვაურების გადარჩენა დაიწყეს, - ამის თაობაზე Reuters-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

“ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, განაცხადა, რომ ირანის სამხედრო გემს აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავმა დაარტყა. რის შემდეგაც საგანგებო სიგნალი ჩაითო და შრი-ლანკის შეიარაღებულმა ძალებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს",- წერს გამოცემა.

არსებული ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს და ზღვიდან რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს.

შრი-ლანკის საზღვაო ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის ოკეანის სანაპიროსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად 148 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

როგორც BBC წერს გემზე ეკიპაჟის 180 წევრი იმყოფებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ გემი ჩვენი ტერიტორიული წყლების მიღმა იყო, ის იყო ჩვენი ძიებისა და გადარჩენის არეალში, ამიტომ საგანგებო სიგნალზე დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. ჩვენ ვიპოვეთ წყალზე მოტივტივე ადამიანები და გადავარჩინეთ ისინი. შემდგომი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ირანული გემიდან იყვნენ”,- განაცხადა შრი-ლანკას საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

წყარო

იხილეთ ასევე: