უკვე მეექვსე დღეა, რაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება გრძელდება.

HRANA-ს მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, დაღუპულთა შორის 183 ბავშვია, რომელთა უმეტესობა 10 წლამდე ასაკისაა. ორგანიზაციის თქმით, ახლა მუშაობენ კიდევ 900 დაღუპულის იდენტიფიცირებაზე.
მათი ინფორმაციით, რომ ზოგიერთი დარტყმა, სავარაუდოდ, საერთაშორისო სამართლით დაცულ სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა, მათ შორის საშუალო სკოლაზე და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თეირანის საპასუხო დარტყმების შედეგად ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც ათობით ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის დაწყებიდან შეტევის მე-11 ტალღა განახორციელა. ისრაელის სამიზნე ძირითადად ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

"ჰეზბოლა“ იმ სამეთაურო ცენტრების, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად გამოყენებას გეგმავდა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ჭურვები ისროლა, ისრაელი მთელი კვირის განმავლობაში ბომბავდა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს.
ირანმა დრონით თავდასხმა განახორციელა ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრზე. ირანული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანამ გასულ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტებით ახალი იერიში მიიტანა. ის ასევე აგრძელებს მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების დაბომბვას, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ამერიკული იარაღითა და საჰაერო თავდაცვითი სისტემებით. აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო თავდასხმების ტემპი შენელდა.
ოთხშაბათს, აშშ-ის წყალქვეშა ნავმა ჩაძირა შრი-ლანკის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში მყოფი ირანული სამხედრო ხომალდი. დაიღუპა სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა.
გუშინ, ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით მოძრავი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს. ეს პირველი შემთხვევაა კონფლიქტის დაწყების შემდეგ, როდესაც ნატოს ძალებმა ირანული რაკეტა გაანეიტრალეს.
ისრაელის რეკომენდაციით, სამხრეთ ლიბანის ზოგიერთი დასახლებების ევაკუაცია მიმდინარეობს. თეირანის ბევრი მაცხოვრებელი სოფელში გაიქცა, ხოლო ისინი, ვინც სახლში დარჩა, მუდმივი დაბომბვის შიშით ცხოვრობენ.
იხილეთ ასევე: