ავტორი:

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“ - აბას არაღჩი შრი-ლანკაში, ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“ - აბას არაღჩი შრი-ლანკაში, ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე

აშშ-მა ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: