ავტორი:

"ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუთხარი, დიახ" - "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა" დაინიშნა: როგორ გამოიყურება ახლა ტილან ბლონდო და ვინ არის მისი რჩეული

"ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუთხარი, დიახ" - "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა" დაინიშნა: როგორ გამოიყურება ახლა ტილან ბლონდო და ვინ არის მისი რჩეული

ტილან ბლონდომ დაადასტურა, რომ ბენ ატალს ცოლობაზე დათანხმდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მუსიკოსმა მას ხელი საბერძნეთში, რომანტიკული მოგზაურობისას სთხოვა.

მოდელმა, რომელიც ბავშვობაში მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე Vogue Enfants-მა „მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად“ აღიარა, ატალის წინადადება მამინაცვლის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ მიიღო.

ბლონდო წარსულში მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვად დაასახელეს

ნიშნობის შესახებ 24 წლის ბლონდომ სოციალურ ქსელში კვირა საღამოს გამოაცხადა და თვალწარმტაც სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გააზიარა, სადაც ატალმა მას ხელი სთხოვა. ფრანგმა მოდელმა ასევე გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდის ფოტოები - მასიური ბრილიანტი უბრალო, ოქროს რგოლზე.

"ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუთხარი - დიახ. გაუმარჯვოს მარადიულობას,“ - დაწერა მან პოსტის აღწერაში.

28 წლის ატალი ხელის თხოვნისთვის განსაკუთრებულად მოემზადა: მან წითელი ვარდის ფურცლებით მორთო გზა გარე მაგიდამდე, საიდანაც ზღვის პანორამული ხედი იშლებოდა. წყვილმა ბედნიერი სიახლე საბერძნეთში, ათენის რივიერაზე მდებარე მდიდრულ სასტუმრო Four Seasons Astir Palace-ში აღნიშნა.

ორშაბათს ტილანმა საბერძნეთის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მათი მოგზაურობა დასრულდა და შინ ბრუნდებოდნენ. მან ასევე გააზიარა სახალისო კადრი, სადაც ბენი მოტოციკლით ბარგს მიათრევს.

სიყვარულის ისტორია და ოჯახური ტრაგედია

ბლონდომ და ატალმა პაემნებზე სიარული 2020 წელს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მოდელი ყოფილ შეყვარებულს, ფრანგ DJ მილან მერიტეს დაშორდა.

ტილანი ფრანგი ფეხბურთელის, პატრიკ ბლონდოსა და ტელეწამყვან ვერონიკა ლუბრის ქალიშვილია. მისი მშობლები 2002-2016 წლებში იყვნენ დაქორწინებულები. განქორწინების შემდეგ დედამისმა პროდიუსერ ჟერარ კადოშზე იქორწინა.

ნიშნობის მხიარულებას წინ უძღოდა მძიმე პერიოდი: მოდელის მამინაცვალი, ჟერარი, გასულ კვირას პანკრეასის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ტილანმა მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

"ჩემო ჟეჟე... უზომოდ მენატრები. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მასწავლე და რასაც ჩემი ოჯახისთვის აკეთებდი. შენ ნამდვილი მეომარივით იბრძოლე. გპირდები, რომ დედაზე, ჩემს პატარა ძმაზე და დებზე მუდამ ვიზრუნებ.“

გზა "მსოფლიოს უმშვენიერესი გოგონას" ტიტულიდან დღემდე

ტილანის კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებაზე გამოვიდა. ექვსი წლის ასაკში მას „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონას“ წოდება მიენიჭა, რაც 11 წლის შემდეგ, 2018 წელს ის კვლავ გამოჩნდა TC Candler-ის რეიტინგში.

მიუხედავად წარმატებისა, მისმა ადრეულმა ფოტოსესიებმა კრიტიკაც დაიმსახურა "გადამეტებული სექსუალიზაციის" გამო, რაზეც დედამისმა მაშინ კრიტიკოსებს ასე უპასუხა: "ერთადერთი, რაც ამ ფოტოში შოკში მაგდებს, არის ყელსაბამი, რომელიც 3 მილიონ ევროდ არის შეფასებული".

თავად ტილანი ამ ტიტულს ყოველთვის თავმდაბლობით უყურებდა: "დღესაც მეუბნებიან, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, მე კი ვპასუხობ - არა, უბრალოდ ადამიანი ვარ, თინეიჯერი“.

2020 წელს მან საკუთარი ტანსაცმლის ხაზი No Smile დააფუძნა. მოდელი ცნობილია თავისი პრინციპული დამოკიდებულებით სილამაზის სტანდარტების მიმართ:

"არ მინდა ვიყო გამხდარი. თუ მეტყვიან, რომ საკმარისად გამხდარი არ ვარ რომელიმე ჩვენებისთვის, უბრალოდ არ მივიღებ მონაწილეობას. მათ გამო ჭამაზე უარს არ ვიტყვი. მიყვარს ბურგერები და ეს არასოდეს შეიცვლება.“

მოდელს ერთი უმცროსი ძმა, აირტონ ბლონდო ჰყავს. ამჟამად ის მოდის ინდუსტრიის ისეთ ვარსკვლავებთან მეგობრობს, როგორებიც არიან ჯორდან დანი და ჯიჯი ჰადიდი...წყარო

წაიკითხეთ ასევე: