ავტორი:

რომის პაპმა გაათავისუფლა კალიფორნიელი ეპისკოპოსი, რომელსაც თავისი ეკლესიიდან 250 000 დოლარის მოპარვა და მექსიკურ საროსკიპოში ვიზიტები ედება ბრალად

რომის პაპმა გაათავისუფლა კალიფორნიელი ეპისკოპოსი, რომელსაც თავისი ეკლესიიდან 250 000 დოლარის მოპარვა და მექსიკურ საროსკიპოში ვიზიტები ედება ბრალად

პაპმა ლეო XIV-მ ოფიციალურად შეუჩერა უფლებამოსილება სან დიეგოს ეპისკოპოსს, რომელსაც ბრალად ედება მისი ეკლესიიდან ასობით ათასი დოლარის მოპარვა და მექსიკურ საროსკიპოებში მრავალჯერადი ვიზიტები.

როგორც nypost -ი წერს, პაპმა ეპისკოპოს ემანუელ შალეტას გადაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასულიერო პირი 125 000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.

გადაყენებული ეპისკოპოსი ემანუელ შალეტა

„წმინდა მამამ მიიღო ეპისკოპოს ემანუელ ჰანა შალეტას გადაყენების გადაწყვეტილება ქალდეველთა სან დიეგოს წმინდა პეტრე მოციქულის ეპარქიის (ამერიკის შეერთებული შტატები) სამწყსო მზრუნველის თანამდებობიდან“, - განაცხადეს ვატიკანის წარმომადგენლებმა.

ოფიციალური პირების ცნობით ემანუელ შალეტა 6 მარტს სან დიეგოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს -ის გერმანიაში საერთაშორისო რეისზე ასვლას ცდილობდა, ჩანთაში კი 9000 დოლარზე მეტი ედო.

  • 69 წლის მღვდელს ბრალი წაუყენეს მითვისების რვა, ფულის გათეთრების რვა და ეკონომიკური დანაშაულის ერთ ეპიზოდში.

ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე შალეტამ ფინანსური დანაშაულის 15 ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო.

სან დიეგოს ოლქის შერიფის ოფისმა შალეტას სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის აგვისტოში მიიღო. გასულ თვეში კათოლიკურმა საინფორმაციო სააგენტო The Pillar-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსმა, სავარაუდოდ, ეკლესიის ქონებიდან მიღებული ქირა მიითვისა.

  • გამომძიებლებმა ეკლესიის სახსრებიდან დაკარგული მინიმუმ 427,000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს - მითვისებული თანხის ოდენობამ შესაძლოა 1 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

თუმცა გადაყენებული ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ეკლესიიდან არაფერი აუღია.

როგორც მედია წერს, დაკარგული თანხის გარდა, აღმოჩნდა, რომ შალეტა რეგულარულად სტუმრობდა მექსიკაში მდებარე საროსკიპოს სახელწოდებით „ჰონგ-კონგის ჯენტლმენთა კლუბი“.

გამოცემის ცნობით, კერძო დეტექტივმა დააფიქსირა, თუ როგორ იყენებდა შალეტა „ექსკლუზიურად კლუბის მომხმარებლებისთვის განკუთვნილ“ მიკროავტობუსს იქ მოსახვედრად.

წყარო

იხილეთ ასევე: