ავტორი:

"ნახევარი მსოფლიო მიცნობს... ის კი ფიზიკურად მისწორდება“ - ვენერა ობოლაშვილი ამბობს, რომ  მასზე შვილი ძალადობს

"ნახევარი მსოფლიო მიცნობს... ის კი ფიზიკურად მისწორდება“ - ვენერა ობოლაშვილი ამბობს, რომ  მასზე შვილი ძალადობს

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დამნაშავე, ვენერა ობოლაშვილი, რომელმაც საპყრობილეში 13 წელი გაატარა, უკვე რამდენიმე თავისუფლებაზეა. ყოფილი პატიმარი "რუსთავი 2“-თან საუბრობს, რომ მას საკუთარი შვილი ფიზიკურად უსწორდება.

"მეც ვებრძოლები, ვეუბნები, ბიჭო, ასე არ შეიძლება, მე ხომ დედაშენი ვარ, შვილო... ნახევარი მსოფლიო მიცნობს და პატივსა მცემს, მე ხომ ძალიან ბევრი ფანები მყავს-მეთქი... შენ ნუთუ ეს არ გესმის-მეთქი. არ ესმის, ფიზიკურად მისწორდება..." - ამბობს ვენერა ობოლაშვილი.

  • 13 წელი ციხეში და "აღიარებითი ჩვენება“

ვენერა ობოლაშვილი 2009 წელს დააკავეს. თავდაპირველად მას 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა კანონმდებლობის ცვლილებისა და ამნისტიის შედეგად, სასჯელი 13 წლამდე შემცირდა. საზოგადოებას ის ახსოვს 2013 წელს გავრცელებული ვიდეო-ჩვენებით, რომელშიც სამ მკვლელობას აღიარებდა.

ციხიდან გამოსული კი ამბობდა: "რა წესია, სერიული მკვლელიო... სერიულ მკვლელს ხუთი ბავშვი მაინც უნდა ჰყავდეს მოკლული. ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ ციხეში არ უნდა მოვხვედრილიყავი. ნეტა, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა.“.

წაიკითხეთ ასევე: