რადიო "ეხო მასკვი" იოსებ სტალინის ცხედრის ეგსჰგუმაციასთან დაკავშირებით შუამდგომლობას ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ "როსბალტი" რადიოს მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შუამდგომლობა ევგენი ჯუღაშვილის სარჩელის განხილვისას იქნება წარდგენილი, რომელიც საკუთარ თავს საბჭოთა ბელადის შვილიშვილად მოიხსენიებს. ევგენი ჯუღაშვილი ითხოვს, ჟურნალისტ ნიკოლაი სვანიძის სიტყვების - სტალინი "ბავშვებს ახრჩობდა", ბელადის პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტად აღიარებას. კომპენსაციის სახით ჯუღაშვილი რადიო "ეხო მასკვისგან" 10 მილიონ რუბლს, სვანიძისგან კი 1 მილიონ რუბლს ითხოვს.
რადიოში კი განაცხადეს, რომ ასეთი სარჩელის წარდგენა მხოლოდ იმათ ნათესავებს შეუძლიათ, ვისი პატივი და ღირსებაც შელახეს.
"როსბალტის" ინფორმაციით, იმის მტკიცებულება, რომ ჯუღაშვილი სტალინის შვილიშვილია, არ არსებობს.