ავტორი:

გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე ირმა ჩხაიძე

გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე ირმა ჩხაიძე

ჩარკვიანების ოჯახში კიდევ ერთი დიდი ტრაგედია დატრიალდა - მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები აზიარებენ.

"ჩემი დიდი სიყვარული წავიდა, ირმა ჩხეიძე - ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ბოლომდე მანცვიფრებდა აზროვნების თანამედროვეობით და ყოველთვის დროს წინ უსწრებდა. ჩემი ბებიკო. თაკო, საუკეთესო შვილი ხარ, 9 წელი დიდ ბრძოლაში იყავით ორივე… “ - წერს მამუკა ჩარკვიანის უფროსი შვილი ირინოლა ჩარკვიანი

ირინოლა ჩარკვიანი ბებია-ბაბუასთან ერთად

თაკო ჩარკვიანი წლების წინ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედამ მხედველობა ზუსტად იმ საღამოს დაკარგა, როცა ჯანსუღი გარდაიცვალა. თითქოს მისმა თვალებმა უარი თქვეს სამყაროს ყურებაზე იმ ადამიანის გარეშე, ვინც ამ სამყაროს მისთვის აზრით ავსებდა.

ბოლო თვეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა - მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალება მას, მისივე ჯანმრთელობის გამო, დაუმალეს. თუმცა, შინაგანი ინტუიციით, ის გრძნობდა ყველაფერს. თაკო იხსენებდა, როგორ ნახულობდა ირმა ჩხეიძე სიზმარში ჯანსუღს, რომელიც საწოლთან უჯდა და თავზე ეფერებოდა.

წაიკითხეთ ასევე: