ავტორი:

მაკა ასათიანის ფოტო ილია მეორის დაკრძალვიდან - დიზაინერი ბოლო ხანს ხატწერით არის გატაცებული

მაკა ასათიანის ფოტო ილია მეორის დაკრძალვიდან - დიზაინერი ბოლო ხანს ხატწერით არის გატაცებული

სოციალურ ქსელში დიზაინერ მაკა ასათიანის ფოტო ვრცელდება. კადრი, რომელიც ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძეს ეკუთვნის, გუშინ, პატრიარქის დაკრძალვაზეა გადაღებული.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ასათიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - 90-იანი წლების მოდის ინდუსტრიის სიმბოლო და წარმატებული ბიზნესლედი ხატმწერი გახდა.

მაკა ასათიანი ქართულმა საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მისი თამამი ჩვენებები მოდის სფეროში ნამდვილი გარღვევა იყო, რამაც მას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი სახის სტატუსი მოუტანა.

წლების განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული ბიზნესშიც: დააფუძნა საკუთარი სააგენტო. ხელმძღვანელობდა მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანია "აირზენას“.

სულ ცოტა ხნის წინ, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავად მაკა ასათიანიც, როგორც კომპანია "Black Sea Petroleum“-ის დამფუძნებელი.

  • პირადი ცხოვრება და "გაუჩინარება“ მედიიდან

დიზაინერის პირადი ცხოვრება მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, მერაბ ჟორდანიასთან განქორწინების შემდეგ, მაკა ბიზნესმენ კოტე გოგელიაზე დაქორწინდა.

წყვილი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, რის შემდეგაც მაკა ქართული მედიის თვალსაწიერიდან, პრაქტიკულად, გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, ჟურნალისტებთან კონტაქტს და საჯაროობას მაქსიმალურად ერიდება. მას სამი ვაჟი ჰყავს, მის უფროს ვაჟას კახი ჟორდანიას კი, ორი შვილი. მაკა პირველად ბებია 45 წლის ასაკში გახდა.

იხილეთ ასევე: