კარდაშიანების ოჯახის “მენეჯერი დედა“ ჩინეთში სუპერ პოპულარულ მიმად იქცა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის ფოტოებს იღბლისა და წარმატების მისაზიდად იყენებენ.
როგორც აღმოჩნდა, ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავის ფოტოებს ჩინეთში ისეთ პლატფორმებზე აზიარებენ, როგორიცაა Weibo და RedNote. ბოლო სამი დღის განმავლობაში აღნიშნულ პლატფორმებზე ასობით ათასი პოსტი გამოქვეყნდა, სადაც მომხმარებლები პროფილის სურათად ჯენერის ფოტოებს აყენებენ.
ამ “სრულიად მოულოდნელ“ ტრენდზე ისაუბრა TikTok-ის კრეატორმა, მარსელო ვანგმა. მისი განმარტებით, “კრის ჯენერი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ბიზნესმენია და ჩინელები შრომისმოყვარეობას დიდ პატივს სცემენ“.
მისივე თქმით, კრის ჯენერის კულტის პოპულარიზება Gen Z-სთვის წარმატების მანიფესტაციის სახალისო გზაა.
სოციალურ ქსელ RedNote-ზე (ცნობილი როგორც Xiaohongshu), რომელსაც ჩინეთში მილიონობით ადამიანი იყენებს, ვრცელდება ჯენერის დამუშავებული ფოტოები სხვადასხვა სამუშაო ფორმაში.
Business Insider-ის შეფასებით, პლატფორმაზე ჯენერის მონაწილეობით 99,000 პოსტი გამოქვეყნდა, რომლებმაც 52.9 მილიონი ნახვა დააგროვა. გასულ წელს RedNote-ის მომხმარებელთა ბაზა დაახლოებით 300 მილიონს შეადგენდა.
ჯენერის სახალისო ფოტოები ასევე გავრცელდა Douyin-ზე, რომელიც TikTok-ის ჩინური ვერსიაა. იქ მომხმარებლები აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ხსნიან ჯენერის ფოტოების გამოყენების მნიშვნელობას.
იხილეთ ასევე: