აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყში მოქმედმა პროირანულმა, გასამხედროებულმა დაჯგუფება “კატაიბ ჰეზბოლამ" გაათავისუფლა ერაყში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი.
შელი 31 მარტს, ბაღდადში გაიტაცეს. “კატაიბ ჰეზბოლას" განცხადებით, ამერიკელი ჟურნალისტი გათავისუფლებულია იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებს ერაყის ტერიტორიას.
ხოლო დაჯგუფების წარმომადგენლის, აბუ მუჯაჰიდ ალ-ასაფის თქმით, ჟურნალისტი “ერაყის მიმავალი პრემიერ-მინისტრის ეროვნული პოლიტიკის აღიარების ნიშნად“ გათავისუფლდა.
49 წლის ჟურნალისტი ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტებს აშუქებდა.
იხილეთ ასევე: