ავტორი:

ზღვა ხალხი, ქუჩებში გამართული საყოველთაო ზეიმი და ჩირაღდნები - რა ხდებოდა უნგრეთში არჩევნების დასრულების შემდეგ

ზღვა ხალხი, ქუჩებში გამართული საყოველთაო ზეიმი და ჩირაღდნები - რა ხდებოდა უნგრეთში არჩევნების დასრულების შემდეგ

უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია “ტისამ“ გაიმარჯვა, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს.

  • უბნების 97.35%-ის დათვლის შემდეგ, პეტერ მადიარის ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტიამ ხმების 53.6% და პარლამენტში 138 ადგილი მოიპოვა, მაშინ როცა ვიქტორ ორბანის “ფიდესი“ 37.8%-ით მხოლოდ 55 მანდატს დასჯერდა.

სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის “ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარის “ტისა“.

ბუდაპეშტში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მადიარმა შედეგს “ისტორიული მანდატი“ უწოდა და განაცხადა, რომ “სიმართლემ ტყუილზე გაიმარჯვა“.

დედაქალაქში გამარჯვება მასშტაბური ზეიმით აღინიშნა — როგორც რეპორტაჟებში აღნიშნავენ, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ორბანის ეპოქა დასრულდა.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შედეგები მისთვის მტკივნეულია, თუმცა გამარჯვებულ პარტიას უკვე მიულოცა. მანვე აღნიშნა, რომ მის პარტიას ქვეყნის მართვის შესაძლებლობა არ მიეცა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან გააგრძელებენ ქვეყნისა და ხალხის სამსახურს.

წყარო

იხილეთ ასევე: