ავტორი:

ათწლეულის შემდეგ, მკვლევრებმა “ღრუბლოვანი იაგუარი“ დააფიქსირეს - რას ნიშნავს უნიკალური სახეობის აღმოჩენა არეალზე, სადაც მას გამქრალად თვლიდნენ

ათწლეულის შემდეგ, მკვლევრებმა “ღრუბლოვანი იაგუარი“ დააფიქსირეს - რას ნიშნავს უნიკალური სახეობის აღმოჩენა არეალზე, სადაც მას გამქრალად თვლიდნენ

ჰონდურასი იმ 18 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც იაგუარები ბინადრობენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები (ვეფხვებისა და ლომების შემდეგ) მექსიკიდან - არგენტინამდე არეალში ბინადრობენ, თუმცა ისტორიული ტერიტორიის თითქმის ნახევრიდან უკვე დიდი ხანია გაქრნენ და პოპულაციის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

კამერა ხაფანგებმა იაგუარი ჰონდურასის სიერა-დელ-მერენდონის მთიანეთში დააფიქსირეს - ეს პირველი შემთხვევაა ათწლეულის განმავლობაში, როდესაც სწორედ ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა უნიკალური ცხოველი. მანამდე მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ იაგუარის ეს სახეობა აღნიშნული ტერიტორიიდან გაქრა.

  • CNN-ი ექსკლუზიოურ ფოტოებს აქვეყნებს. მარტოხელა მამრი, რომელიც ცნობილია როგორც “ღრუბლოვანი იაგუარი“, 6 თებერვალს, დაახლოებით 2200 მეტრის სიმაღლეზე, მაღალმთიან ტყეში შენიშნეს.

ეს დადებითი ნიშანია ცენტრალური ამერიკის ქვეყნისთვის, რომელიც გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მონაცემებით, იაგუარებმა ამერიკაში ისტორიული გავრცელების არეალის 49% დაკარგეს. ყველაზე დიდი პოპულაცია ამაზონში ცხოვრობს, თუმცა ყველა სხვა პოპულაცია გადაშენების პირას მყოფ ან კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ ცხოველებად ითვლება.

იაგუარები ჰონდურასში დაცულები არიან, თუმცა ისინი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან.

“ტყეების გაჩეხვა და ბრაკონიერობა ყველაზე დიდი საფრთხეა და ჩვენ ორივეს მოგვარებაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ფრანკლინ კასტანედამ, ველური კატების კონსერვაციის ორგანიზაცია “პანტერას“ ჰონდურასის ოფისის დირექტორმა, რომელმაც ფოტოებზე იაგუარი გადაიღო.

“Global Forest Watch“-ის მონაცემებით, 2001-დან 2024 წლამდე ამ ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ დაკარგა 1.5 მილიონი ჰექტარი ტყის საფარი.

2021 წელს, 17 წლიანი კვლევის შემდეგ, მკვლევრება აღნიშნულ ტერიტორიაზე პუმებიც აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ველური ბუნება თავისი წესებით მოქმედებს და სულაც არ ემორჩილება ადამიანის “გამანადგურებელ ხელებს“ - აღნიშნულ არეალში ასევე შენიშნეს ოცელოტები, იაგუარუნდები და მარგაიები, რაც ნიშნავს, რომ ჰონდურასში ცნობილი ველური კატების ხუთივე სახეობა აგრძელებს ცხოვრებას.

იაგუარების უმეტესობა 1000 მეტრზე დაბალ სიმაღლეზე ცხოვრობს და “ღრუბლოვანი იაგუარები“ უკიდურესად იშვიათ სახეობად მიიჩნევა.

მთა, სადაც დიდი კატა ნახეს, ბოლო 15 წლის განმავლობაში უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: