ავტორი:

თავსხმა "ენფილდზე", ტრავმები და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ - ხვიჩა სრულად აკონტროლებდა მარცხენა ფლანგს, გიორგის შეცდომა არ დაუშვია

თავსხმა "ენფილდზე", ტრავმები და ნულოვანი ფრე პირველი ტაიმის შემდეგ - ხვიჩა სრულად აკონტროლებდა მარცხენა ფლანგს, გიორგის შეცდომა არ დაუშვია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპული" პსჟ-ს მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • "ლივერპული"

მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, ვირცი, ისაკი, ეკიტიკე.

  • პსჟ

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

შეხვედრა "ენფილდზე" თბილისის დროით 23:00 საათზე გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებზე მოუწია გიორგი მამარდაშვილს თამაშში ჩართვა, მალევე პსჟ-ს მეკარის საფონოვის ჯერიც დადგა...

მთელი ტაიმი საკმაოდ ძლიერი წვიმა იყო, რაც გარკვეულწილად ხელს უშლიდა ფეხბურთელებს.

მე-18 წუთზე "ლივერპულის" კაპიტანმა ვან დეიკმა ხვიჩა კვარაცხელიას სახეში ხელი ჩაარტყა, აშკარად ჩანდა, რომ "კვარა" საკამოდ ძლიერ ტკივილს განიცდიდა, თუმცა მსაჯმა ეს სათამაშო ეპიზოდად ჩათვალა და არც ჯარიმა დანიშნა და არც ვან დეიკი გააფრთხილა.

32-ე წუთზე "ლივერპულში" იძულებითი ცვლილება მოხდა - ეკიტიკე ტრავმის მიღების გამო მუჰამედ სალაჰმა შეცვალა.

მის მოედანზე შესვლას მოჰყვა უმწვავესი შეტევა პსჟ-ს კართან, რომელიც მამარდაშვილის მიერ მეტოქის საჯარიმოსკენ გასროლილი ბურთით დაიწყო, თავდასხმის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ სალაჰი იყო, თუმცა ჯერ საფონოვმა, შემდეგ კი მარკინიოსმა პარიზელები გოლს გადაარჩინეს.

37-ე წუთზე უკვე ლუის ენრიკეს მოუწია ფეხბურთელის იძულებითი შეცვლა - ამჯერად ნუნო გომეშმა მიიღო ტრამვა და პსჟ-ს რიგებში მოედანზე ლუკას ერნანდესი შევიდა.

თუმცა არსებითი გარდატეხა მატჩში არ ყოფილა. პირველი ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ეს ანგარიში ხელს პსჟ-ს აძლევს, რომელმაც 8 აპრილს, შინ ანგარიშით 2:0 მოიგო.

იხილეთ ასევე: