თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორის, მუკერემ უნლუერის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლეა.
ასევე, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი იმავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა.
მისივე განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
“მან ქაოსის დროს თავი მოიკლა. ჯერჯერობით არ ვიცით, ეს თვითმკვლელობის განზრახვით გააკეთა თუ ქაოსის გამო. მამამისი ყოფილი პოლიციელია და ვვარუდობთ, რომ მას მამამისის იარაღები ჰქონდა. თავდასხმა 5 იარაღით და 7 მჭიდით განახორციელა“, - განაცხადა ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა.
ცნობისთვის, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლებში შეიარაღებული თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გუშინ შანლიურფის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
იხილეთ ასევე: