ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე 57 კგ-მდე წონის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი ძიუდოისტი ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტინმნა ნელსონ ლევის შეხვდა და ბოლო 20 წამში ბრძოლა ულამაზესი იპონით მოიგო.
მანამდე ნახევარფინალში ლიპარტელიანმა სერბ სპორტსმენს, მარიცა პერისიჩს დამატებით დროში, ასევე იპონით მოუგო.
ეთერ ლიპარტელიანმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე! კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი - 2016 ვანტა, ფინეთი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი - 2019 ვანტა, ფინეთი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი - 2019 იზვჰერკსი,რუსეთი ევროპის ჩემპიონი - 2026 თბილისი, საქართველო.
ცნობისთვის, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი - თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.
წაიკითხეთ ასევე: