ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ძიუდოისტი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დამატებით დროში შიდოებით დაამარცხა.
რამდენიმე წუთის წინ ასევე ოქროს მედალი მოუტანა ქვეყანას ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტინმნა ნელსონ ლევის შეხვდა და ბოლო 20 წამში ბრძოლა ულამაზესი იპონით მოიგო.
ცნობისთვის, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი - თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია, ორი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც გუშინ გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
წაიკითხეთ ასევე: