კოლოსალური ასტეროიდი “99942 აპოფისი“ დედამიწისკენ მოემართება და ის პლანეტას იმაზე ახლოს ჩაუვლის, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომის ობიექტი.
"ქაოსის ღმერთის" სახელით ცნობილი ასტეროიდის სიგრძე დაახლოებით 375 მეტრს შეადგენს, (რაც თითქმის ეიფელის კოშკის სიმაღლეს უდრის).

NASA ასტეროიდს წლებია აკვირდება და “პოტენციურად სახიფათო“ ობიექტთა კატეგორიას მიაკუთვნებს, თუმცა კოსმოსური სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს “ქაოსის ღმერთის ” დედამიწასთან შეჯახების რისკი ნულის ტოლია.

NASA- მ ასტეროიდთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა. ასტეროიდი დედამიწას მინიმალური დისტანციაზე, (დაახლოებით 32,000 კილომეტრზე) 2029 წლის 13 აპრილს მიუახლოვდება. ეს უფრო ახლო მანძილია, ვიდრე ის ორბიტა რომელზეც ზოგიერთი მეტეოროლოგიური თუ სატელევიზიო თანამგზავრი იმყოფება. თავად ობიექტს სახელი ბოროტებისა და ნგრევის ძველეგვიპტური ღვთაების, “აპოფისის“ პატივსაცემად დაარქვეს.

“აპოფისი“ პირველად 2004 წელს აღმოაჩინეს, მკვლევრები თავდაპირველად მისი დედამიწასთან შეჯახების 2,7 % რისკზე საუბრობდნენ, თუმცა 2021 წლის ჩატარებულმა დაკვირვებებმა ეს საფრთხე საბოლოოდ გამორიცხა და ასევე დაადგინა რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტას მსგავსი საფრთხე არ ემუქრება.
NASA-ს განცხადებით, ამ ზომის ასტეროიდის დედამიწასთან ამ მანძილზე მოახლოება მხოლოდ რამდენიმე ათას წელიწადში ერთხელ ხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ჩვენ მსგავს მოვლენაზე დაკვირვებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევძლებთ. წყარო
იხილეთ ასევე: