სადარბაზოსთან, სადაც ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა, დაპირისპირებაა. მდუმარე ბერის სახლის სადარბაზოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, ისინი ბინაში შესვლას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მათ შესვლის უფლებას არ აძლევს.
შეგახსენებთ, ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: