"ნეტავ ეს თავად ენახა" - ისტორია, რომელმაც ყველა ააღელვა: ილონ მასკმა სიმსივნით დაავადებულ 15 წლის გოგონას უკანასკნელი სურვილი აუსრულა

"ნეტავ ეს თავად ენახა" - ისტორია, რომელმაც ყველა ააღელვა: ილონ მასკმა სიმსივნით დაავადებულ 15 წლის გოგონას უკანასკნელი სურვილი აუსრულა

15 წლის სიმსივნით დაავადებულმა გოგონამ, რომელიც ილონ მასკთან შეხვედრაზე ოცნებობდა, სიკვდილამდე ტექ მილიარდერს კითხვების სია ჩამოუწერა, რომელსაც ილონმა რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა. მასკმა გოგონას უკანასკნელი სურვილი შეასრულა და ონლაინ უამრავ ადამიანს გულიც აუჩუყა.

კონსერვატორმა კომენტატორმა გლენ ბეკმა ხუთშაბათს X-თან ინტერვიუში 15 წლის ლივ პეროტოს გულისამაჩუყებელი ისტორია გაიხსენა, რომელიც მანამ გარდაიცვალა, სანამ ყველაზე დიდ ოცნებას აისრულებდა და მასკს შეხვდებოდა.

ბეკის თქმით, პეროტოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შესაძლებლობა ჰქონდა, მასკთან ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მას მოგვიანებით გადმორეკვა სთხოვა, რადგან გოგონა ძალიან იყო გადაღლილი. იმის მიუხედავად, რომ გოგონა მასკთან შეხვედრამდე გარდაიცვალა, მან თავის საწოლის მაგიდაზე 8 კითხვისგან შემდგარი ხელით დაწერილი სია დატოვა, რომელიც დედამისმა, რებეკამ, ბეკს აჩვენა იმ იმედით, რომ მასკი მათზე პასუხს გასცემდა.

ბეკმა ონლაინ მოზარდის და მისი ბლოკნოტის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ბიზნესისა და პოპ-კულტურის შესახებ სახალისო კითხვების ჩამონათვალი იყო. პეროტოს აინტერესებდა, გეგმავდა თუ არა მასკი საკუთარი ტელეფონის გამოშვებას, Tesla Diner-ის გაფართოებას ან Tesla-ს განახლებებში ახალი თამაშების დამატებას.

გოგონას აინტერესებდა, რომელი იყო მასკის საყვარელი ანიმე, იაპონიაში თუ უმოგზაურია, იცოდა თუ არა ვირტუალური პოპ ვარსკვლავის, ჰაცუნე მიკუს შესახებ და იყო თუ არა Grok-ის ხელოვნური ინტელექტის კომპანიონი სახელად "ანი" მანგას სერიალ "Death Notes"-ით შთაგონებული. პეროტოს უკანასკნელი შეკითხვა კი ასეთი იყო: შეიძლება თუ არა, რომ "ასტეროიდი" (შიბა ინუს რბილი სათამაშო, ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორი, რომელიც მან Polaris Dawn-ის კოსმოსური მისიისთვის შექმნა), გამხდარიყო SpaceX-ის ოფიციალური მასკოტი.

პოსტს სოციალურ მედია პლატფორმაზე ორი მილიონი ნახვა და ათიათასობით მოწონება ხვდა წილად, ხუთშაბათს კი ბიზნესმენმა მოზარდის რვავე კითხვას თანმიმდევრობით უპასუხა. მასკმა გაამხილა, რომ საკუთარ ტელეფონს არ ქმნის, მაგრამ დაადასტურა, რომ Tesla Diner-ის გაფართოებისა და ახალი თამაშების დანერგვის გეგმები აქვს. მან დაწერა, რომ მისი საყვარელი ანიმე "Your Name" არის და აღნიშნა, რომ იაპონიაში რამდენჯერმეა ნამყოფი. ბოლო კითხვას კი, მასკმა ღიმილიანი "კი"-თ უპასუხა, რითაც გოგონას სათამაშოს სახით, მის ფანტაზია სამუდამო ხსოვნად აქცია.

მასკის პოსტი გარდაცვლილი გოგონას დედამაც ნახა და მას სევდანარევი პასუხი დაუწერა: "ნეტავ აქ ყოფილიყო და ეს თავად ენახა",- წერდა გოგონას დედა.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: