ავტორი:

“ფაშისტი, სერტიფიცირებული იდიოტი და ცუდი ქალი“ - რატომ გალანძღა სოლოვიოვმა ჯორჯია მელონი, რის შემდეგაც იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

“ფაშისტი, სერტიფიცირებული იდიოტი და ცუდი ქალი“ - რატომ გალანძღა სოლოვიოვმა ჯორჯია მელონი, რის შემდეგაც იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.

“რუსეთის ელჩი პარამონოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე, რათა ოფიციალური პროტესტი გამოგვეხატა ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ რუსეთის ტელევიზიით პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით გაკეთებული უკიდურესად სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“, - დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა მელონი საკუთარი ამომრჩევლისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ღალატში დაადანაშაულა, მას "ფაშისტი, სერტიფიცირებული იდიოტი, ცუდი ქალი“ უწოდა და სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.

იხილეთ ასევე: